ია აბულაშვილი
19.02.2021

აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის რაც დღეს ხდება ქვეყნის იმიჯს დააზიანებს, რომლის აღდგენასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

„ყველა პოლიტიკური ძალა იბრძვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მაგრამ ასეთი გაშმაგებით ჯერ არსად არ მინახავს. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ეთიკური ნორმები, მაგრამ რაც ჩვენთან ხდება, დაუსრულებელი აქციები, კარვების გაშლა გაუგონარი ამბავია. ოპოზიცია ამ პოზიდან წლებია ვერა და ვერ გამოვიდა, დესტრუქცია და მხოლოდ დესტრუქცია არის მათი ბრძოლის იარაღი. ამით ცდილობენ, რომ მოსახლეობა მოიზიდონ, მაგრამ რასაც ვხედავ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხალხი მათ აქციებზე არ მიდის.

ძალიან გამაოცა პრემიერ გახარიას ნაბიჯმა. როგორც მახსოვს, მან პირობა დადო, რომ ამ პოლიტიკური ძალის ქმედებას გააჩერებდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა თვითონ გაჩერდა. ამ გაგანია სიტუაციაში მისი გადადგომა არ იყო ადეკვატური. ეს ქვეყნის იმიჯზეც იმოქმედებს და უკვე არის განცახდებები საერთაშორის პარტნიორებისგან, რომ ქვეყანაში კრიზისია. რა თქმა უნდა, პრემიერის გადაგომა და გაუთავებელი საპროტეტსო აქციები ქვეყნის იმიჯს აზიანებს, რომლის აღდგენასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

ვნახოთ, რას იზამს ახალი მთავრობა. პოზიტიურად ვაფასებს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებას. იგი არის პრინციპული ადამიანი და წესებს არ არღვევს. სხვათაშორის ის იყო ერთადერთი ადამიანი „ოცნების" მთავრობაში, რომელიც ფრთხილად უყურებდა კოჰაბიტაციის პროცესს. რაც დღეს ხდება ქვეყანაში სწორედ კოჰაბიტაციის ბრალია," - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (20.02.2021)
ედიკას გვერდით მეგონე დამარხული.

::   (20.02.2021)
Ocnebis bralia, rac mogiva davitao..., Msgavsi mouvidat shemogdebuli kohabitaciit. Idiot ucxoelebs ras ujereben, imat awyobt: rac metad aimgvreva situacia Saqartveloshi da matze damokidebuli iqneba xelisufleba da opozicia


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )