ელზა პაპოშვილი
04.04.2021

მთაწმინდაზე, ბააზოვის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა, რომელშიც ფოტოების გადასაღებად შევიდა. მამაკაცი შესაძლოა რამდენიმე დღის ან კვირის გარდაცვლილი იყოს. არის ეს მკვლელობა , თვითმკვლეობა თუ ბუნებრივი გზით გარდაცვალება, ჯერჯერობით უცნობია. 

არაა გამორიცხული გარდაცვლილი უსახლკარო იყო, რომელიც თავს ამ შენობაში აფარებდა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ის მათი ქუჩის მცხოვრები არ არის და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა შიმშილით ან სიცივისგან გარდაიცვალა.  

ფოტოგრაფმა, რომელმაც ცხედარი იპოვა, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. წინასწარი დათვალიერებით, მამაკაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. მისი იდენტიფიკაცია ჯერჯერობით არ მომხდარა. მამაკაცის ცხედარი სიკვდილის მიზეზის დადგენისთვის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თუმცა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შემდეგ არ არის გამორიცხული მუხლი  გადაკვალიფიცირდეს.  

„დაახლოებით დღის მეორე ნახევარში პოლიცია და სასწრაფო დახმარება მოვიდა. როგორც გავიგეთ, აქვე ქუჩაზე მიტოვებული შენობაა და იქ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი ფოტაგრაფი სურათების გადასაღებად შევიდა და ეს საშინელი სურათი დახვდა. გვამს ფაქტიურად, როგორც თქვეს, ხრწნა აქვს დაწყებული. სავარაუდოდ 2 კვირის გარდაცვლილი მაინც უნდა იყოს. 

„ადგილობრივი არავინ არის, რადგანაც დაკარგული და გაუჩინარებული ჩვენს უბანში არავინ ყოფილა. არც არავის გვინახავს. შესაძლოა მათხოვრობდა, თუ უსახლკარო იყო. არაა გამორიცხული, რომ ამ შენობას თავშესფრად იყენებდა. შესაძლოა  თავი მოიკლა, ან შიმშილით და სიცივით გარდაიცვალა. ასაკიც არ ვიცით რამდენი წლის იყო. ცხედარი, როგორც ვიცი, ძალიან დაზიანებული იყო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )