ელზა პაპოშვილი
05.04.2021

 იმერეთში შემზარავი  მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - 29 წლის მამაკაცმა ბიძაშვილი ძმები დახოცა. 30 და 35 წლის მამაკაცები დამნაშავემ სანადირო თოფიდან გასროლით მძიმედ დაჭრა, რა დროსაც ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. 

პოლიციამ 29 წლის მამაკაცი დააკავა,  მას ბრალად საკუთარი ბიძაშვილების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა ედება. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამაკაცმა ბიძაშვილები რამდენიმე დღის წინ ყოფით ნიადაგზე დაწყბეული კამათის გამო დახოცა. ისინი ასევე მეზობლებიც არიან და ორივე ძმა სახლის წინ დაჭრა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციას თავადვე ჩაბარდა, თუმცა, პოლიცია ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.  სოფელ რიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ ძმას ტყვია მუცელში ჰქონდა ნასროლი, მეორეს კი - ფეხში აქვს მოხვედრილი. 

„ეს ბიძაშვილი მოკლული ძმების მეზობელია. სახლში  მისულა და დაუძახია, ამის შემდეგ ორივე დაჭრა. რა მოხდა და როგორ, ზუსტად არავინ იცის, ორივესთვის უსვრია. ერთს მუცელში ჰქონდა მორტყმული, მოერეს კი ფეხში. 30 და 35 წლის ძმები არიან. 

“ეს ფეხში, რომელიც დაუჭრია,  მამიდასთან  მისულა და დაუძახია,  მამიდა მიშველე დაჭრილი ვარო. მამიდა რომ გამოვიდა, სისხლში ამოსვრილი ძმიშვილი დაინახა ყვირილი ატეხა.მეზობლებიც მის ხმაზე გამოვედით. 

“ამბობდა, რომ მისი ძმაც დაჭრილი იყო და შველას ითხოვდა.  ძმა უკვე გარდაცვლილი იყო და ეს მეორე საავადმყოფოში დაიღუპა. სავარაუდოდ, ტყვია არტერიაში ჰონდა მოხვედრილი და სისხლად დაიცალა. 

“იმდენად წარმოუდგენელია ამბავია, არ ვიცით რა ვთქვათ. არასდროს კონფლიქტი არ ჰქონიათ. ახლა რა მოხდა, იყო თუ არა ეს სიმთვრალის ბრალი, თუ რამე, აზრზე არ ვართ“,-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.  მამაკაცი დაკავებულია და ბრალად საკუთარი ბიძაშვილების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა ედება. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, დანაშაულის ერთ-ერთ მიზეზად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი სახელდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )