ელზა პაპოშვილი
24.11.2021

სისხლიანი გარჩევა თბილისში - სამგორის რაიონში, გუდარეხის ქუჩაზე  33 წლის დავით მარიკიანი მეზობელმა მოკლა. ის გულ-მკერდის არეში დაჭრა, რის შემდეგაც ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

„რეზონანსისთვის“ მომხდარის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელმა მხოლოდ იმიტომ დაჭრა, რომ რამდენიმე დღის წინ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილმა მკვლელს სცემა, რის შემდეგაც ის ანგარიშსწორებით დაემუქრა. მკვლელობამდე 33 წლის ბიჭს მეზობელთან ისევ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. 

„დაბლა, ეზოში ქეიფობდნენ და ნასავამები იყვნენ. მოკლულიც და ბრალდებულიც მეზობლები არიან. ის მკვლელი, ვინც ესროლა, წამალდამოკიდებულია და ფხიზელ მდგომარეობაში არასდროს არ არის. რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოსვლიათ. ამ გარდაცვლილმა სცემა. გულში სწორედ ეს შური ჩაიდო. უთქვამს ამას არ გაპატიებო. 

“ახლა იქ საიდან მოხვდა ეს გარდაცვლილი არ ვიცი, მაგრამ, მათ სუფრაზე მიუწვევიათ. ეტყობა საქმის გარჩევა უნდოდათ. ამ შელაპარაკების დროს ესროლეს. უწესიერესი ბიჭი იყო. ესენი არიან ნარკომანები, ქურდები და ბანდიტები. ამიტომაც ალალ-მართალი კაცი გაიმეტეს“, - ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“. 

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მათ შორის კონფლიქტი ერთი თვის წინ დაიწყო და დავით მარიკიანს გოჩა ლაფერაშვილი შურისძიებით დაემუქრა. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ მკვლელობა დაგეგმილი იყო.

“გამოვიდა სახლიდან და ამ ცხოვრებაში მეორე კაცმა რომ მე დამარტყა დათოო, მე შენ მაგას არ შეგარჩენ, გაგამწარებო, ეგ მუქარა წაუვიდა მაგას. იმის მერე ვეხვეწებოდი, დათო ფრთხილად იყავი შვილო, გაგამწარებს ეგ, როგორ ვთქვა, ეგ ნარკომანს შეეშვი-მეთქი შვილo, გაგამწარებს, შორს იყავი. 

“გუშინ მივედი და ვკითხულობ და შენ შვილს არაფერი არ სჭირს, დაწყნარდი, წყნარად იყავიო. ჩემი შვილი უკვე მკვდარი იყო ინგოროყვაში, კიდე მე აქეთ იმასმიშვებოდა, შენი შვილი ცოცხალიაო, თვითონ მითხრა", - თქვა გარდაცვლილის დედამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 36 წლის მამაკაცი დააკავა, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×