ელზა პაპოშვილი
03.04.2022

ქუთაისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - 27 წლის ქალმა 43 წლის მამაკაცს, ტიტე კორძაძეს დანით ყელი გამოჭრა. დაჭრილი სისხლისგან დაიცალა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საზარელი მკვლეობა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში თვითმხილველების თვალწინ მოხდა. მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ქალი პოლიციამ ცხელ კვალზე თერჯოლაში დააკავა. 

„დავინახეთ, რომ კარუსელების მხრიდან კაცი მოდიოდა. რაღაც ფეხი ერეოდა და რომ მოგვიახლოვდა, დავინახეთ, რომ დაჭრილი იყო. ვერ საუბრობდა და სისხლი სდიოდა. გზი პირას გაჩერდა. ეტყობა ავტომობილში ჩაჯდომა უნდოდა, რომ საავადმყოფოში წასულიყო. 

„ჩვენ სანამ მივუახლოვდით, ავტომობილთან ჩაიკეცა. მივვარდით და სისხლად იყო დაცლილი. სავარაუდოდ, არტერია ჰქონდა გადაჭრილი. 

„ამბობენ, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ჯერ უჩხუბიათ და ეს კაცი რომ შემოტრიალებულა, უკან კისერში რამდენჯერმე ჩაურტყამს. ქალი ადგილიდან გაიქცა. სასწრაფო გამოვიძახეთ და უკვე უგონოდ იყო. ექიმები რომ მოვდნენ, წაიყვანეს, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანამდე  გარდაცვლილა“, - ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი თვითმხილველი.

მეორე ვერსიით კი ქალი და კაცი ერთმანეთის ნათესავები არიან. როგორც ადგილობრივების ნაწილი ამბობს, ქალი გარდაცვლილი მამაკაცის ცოლის ნათესავია. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი მამაკაცს ბიძაშვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებდა და მას ორუსლი ცოლის მკვლელობას აბრალებდა. როგორც ქუთაისელები ამბობენ, მამაკაცს ორსული ცოლი სულ ახლახანს გარდაეცვალა.

„არ ვიცით... ამბობენ, რომ გარდაცვლილი ცოლის ნათესავმა მოკლა. ცოლის ბიძაშვილი ყოფილა ეს გოგო. როგორც თვითმხილველებმა დაინახეს, ჯერ წყნარად ბაღში სეირნობდნენ და ჩხუბის ან სხვა რაიმე დაპირისპირების ხმა არ გაუგიათ. მერე უცბად მოულოდნელად დაინახეს, რომ კაცი მორბოდა და სისხლი სდიოდა. ამ ბიჭის მამა მანქანაში მჯდარა და იქ ელოდებოდა. ორსული ცოლის გარდაცვალებას აბრალებდა და ეუბნებოდა, რომ შენი ბრალია მისი სიკვდილიო. სხვა არაფერი ვიცით. ეს არის მათი კონფლიქტის მიზეზი. ცოლი რით დაიღუპა და რატომ, არ ვიცით“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×