ელზა პაპოშვილი
05.04.2022

სენაკში 3-დღიანი ძებნის შემდეგ 39 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ის სენაკის სოფელ ტყირში ტყეში ნახეს. მამაკაცს ცემის კვალი ეტყობა და ტყვია თავში აქვს ნასროლი.

გარდაცვლილი რამდენიმე წელია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში მარტო ცხოვრობდა და მესაქონლეობას მისდევდა. ადგილობრივები მამაკაცის გაუჩინარებას და შემდეგ მოკვლას მის საქმიანობას უკავშირებენ. ასევე არ გამორიცხავენ, რომ კაცს ვიღაცასთან შელაპარაკება მოუვიდა.

„სოფელში უკვე წლებია ცხოვრობს. საკუთარი ფერმა ჰქონდა და მესაქონლეობით იყო დაკავებული. 3 დღის წინ გაუჩინარდა. ადგილობრივები ეძებდნენ და კვალი ვერსად ნახეს. შემდეგ ტყეში ერთ-ერთ თხრილში ჩაგდებული იპოვეს. 

„მიცვალებულის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ის ჯერ ცემეს, შემდეგ კი თავში ტყვია ესროლეს. ერთი ჭრილობა ჰქონდა თავში, რამაც მისი  გადარცვალება გამოიწვია. 

„არ ვიცით, ვერსიები სხვადასხვა არსებობს. არ არის გამორიცხული მას შელაპარაკება საძოვრების გამო მოუვიდა. თუმცა ვისთან, არ ვიცით. ალბათ პოლიციას გარკვეული ეჭვები უკვე აქვს. სხვა რა უნდა იყოს მკვლელობის მიზეზი, ვერ გეტყვით. ფული მას არ ჰქონდა და არაფერი. საქონელს უვლიდა და ფერმერობას მისდევდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.  რა გახდა დანაშაულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, მიმდინარეობს ექსპერტიზა. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×