ელზა პაპოშვილი
13.04.2022

უბედური შემთხვევა მარტვილში - თავისუფლების ქუჩაზე მდებარე აფთიაქში შესული მამაკაცი მოულოდნელად წაიქცა და  გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მან აფთიაქში დახმარების თხოვნაც კი ვერ მოასწრო. სავარაუდოდ, წამლის საყიდლად შევიდა, რადგანაც ქუჩაში თავი შეუძლოდ იგრძნო. თუმცა სანამ მისი რიგი მოვიდოდა, გონება დაკარდა. 

აფთიაქში მყოფმა მოქალაქეებმა მისი მოსულიერება ვერ შეძლეს. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას კი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცი. იგი ზუგდიდის მკვიდრია და იგი მარტვილში შენობების სარესტავრაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. აწუხებდა თუ არა გული ან სხვა რამ, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ამის შესახებ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ  გახდება ცნობილი. 

„აფთიაქში შემოვიდა, ჩვეულებრივად დადგა. მასზე წინ სხვები იყვნენ და არც არაფერი უთქვამს - დამეხმარეთ ან სხვა რამ.  მოულოდნელად წაიქცა. 

„ატეხა ხალხმა ყვირილი, მისცვივდნენ, მოსულიერება სცადეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ვერაფრით გონს ვერ მოიყვანეს. ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა. ექიმებმა რომ ნახეს უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ, გულმა დაარტყა ან ინსულტმა. 

„ყველაფერი წამებში მოხდა. ეტყობა ვერ იგრძნო თავი კარგად და წამლის საყიდლად შემოვიდა. აქვე ხელოსნად უმუშავია - შენობების რესტავრაციას აკეთებდაო. ძალიან შეგვეცოდა და ვერაფრით უშველეს“, - ამბობს „რეზონანსთან“ თვითმხილველი. 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×