ელზა პაპოშვილი
15.04.2022

44 წლის ქართველმა ქალმა ბერძენი დამსაქმებელი გაძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. შემთხვევა სალონიკში მოხდა. მედიის ინფორმაციით, ქართველმა მომვლელმა სახლიდან ძვირფასეულობა და ფული გაიტანა. საერთო ჯამში, ნაძარცვის ღირებულება 133 000 ევროს აღწევს.

სალონიკის პოლიციამ მძარცველი უკვე დააკავა. გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე დანაშაულს 2021 წლის ოქტომბრიდან, 2022 წლის აპრილამდე პერიოდში სჩადიოდა.     

„ახალგაზრდა ქალია დაკავებული, რომელიც სახლიდან ძვირფას ნივთებს პერიოდულად იპარავდა. თურმე ამას რამდენიმე თვის განამვლობაში ნელ-ნელა აკეთებდა. ამ ნივთებს ერთად აგროვებდა და ალბათ, როცა ქვეყანაში დაბრუნებას გადაწყვეტდა თან წაიღებდა. სახლის პატრონმა ყურადღება მიაქცია, რომ სახლიდან ნივთები ქრებოდა. ეს პოლიციასთან განაცხადა და ქალზე თვალთვალი დაიწყეს.  

ის მაში დააკავეს, როცა სახლიდან ახალი ნივთი მოიპარა და მის გადამალვას ცდილობდა. მან მოიპარა ძვირფასეულობა და სახლში შენახული ოქრო. ეს ერთნარად არ გააკეთა, რადგან იფიქრა, რომ მიუხვდებოდნენ. თუმცა პატრონმა ძვირფასეულობის გაქრობა მაინც შეამჩნია. სახლში დამლაგებლად მუშაობდა და ალბათ მიუწვდებოდა ხელი“,-უყვება „რეზონანსს“ ემიგრანტი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×