ელზა პაპოშვილი
05.05.2022

ტრაგიკული შემთხვევა  ესპანეთის ქალაქ ბერსელონაში - ქართველი ძმები გიროგი და საბა მატარაძეები ხანძრის დროს დაიღუპნენ. როგორც „რეზონანსს“ მისი ახლობლები უყვებიან, ბიჭები ესპანეთში სამუშაოდ  2 თეა რაც წავიდნენ. ისინი ნაქირავებელ ბინაში მე-2 სართულზე ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ, სახლის პატრონსა და ერთ-ერთ ბინადარს შორის კონფლიქტი მოხდა, მან კი შურისძიების მიზნით სახლს ცეცხლი მოუკიდა. სწორედ ამ დროს ძმებს სახლში ეძინათ. კვამლის სუნზე ძმებს გაეღვიძათ და ოთახიდან თავის დაღწევა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ორივე მაშველებმა გონებადაკარგული იპვეს. ერთ ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ის კართან ნახეს, თუმცა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე კი უკვე გარდაცვლილი იყო. ისინი სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდნენ. 

„თავს ენით აუღწერელი უბედურება დაგვატყდა. ბავშვები სულ რაღაც 2 თვეა, რაც ესპანეთში სამუშაოდ წავიდნენ. კარგ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ და ბევრი გეგმები ჰქონდათ. ვიღაც ნაძირალამ, რომელსაც სახლის  მეპატრონესთან კონფლიქტი მოუვიდა, პირველ სართულს ცეცხლი წაუკიდა. სანამ ბავშვები გონს მოვიდნენ და მძინარეები მიხვდნენ რა ხდებოდა, ორივე  კვამლმა გაგუდა. ერთ-ერთი კართან იპოვეს. ალბათ გამოსვლას ცდილობდა, მაგრამ ვეღარ მოახერხა. საავადმყოფოში კი წაიყვანეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს, გული გაუჩერდა. განადგურებულები ვართ, არ ვიცით რა ვთქვათ. ასეთი საშინელება თავს დაგვატყდა და დედას 2-ივე შვილი მოუკვდა“, - ყვება ოჯახის ახლობელი „რეზონანსთან“. 

გარდაცვლილი ბიჭების დედა კი ამბობს, რომ მას მძინარე შვილები დაეღუპა. არა აქვს ინფორმაცია, რა გახდა მამაკაცის შურისძიების მიზეზი, რის გამოც მან სახლს ცეცხლი მოუკიდა. თუმცა იციან, რომ ბინადარმა სახლსი პირველ სართულზე ხაანძარი განზრახ გააჩინა. 

„4 სართულიან შენობაში მე-3 სართულზე ჰქონდათ ბინა ნაქირავები, ქირით იყვნენ. პირველ სართულზე ვიღაცა თავხედმა გააჩინა ხანძარი. არ ვიცი, გული მოუვიდა თუ რა იყო, რაღაც მიზეზის გამო ხანძარი გააჩინა და დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა, დაძინებული შვილები დამეღუპა.

საელჩო ჩართულია და ალბათ 5-6 დღეში საბუთები მოგვარდება. მიცვალებულებს დანაშაული არაფერი არ აქვთ გარდა იმისა, რომ შეეწირნენ გაუგებრობას,“ - ამბობს დაღუპული ძმების დედა, ნესტან ჩარგეიშვილი.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×