ია აბულაშვილი
06.05.2022

სულ იმას ფიქრობს ხელისუფლება, ამ კარიკატურებს ქვეყანა დაანგრევინოს, ამიტომ ვერანაირი წნეხითა და რჩევებით ვერ მოხდება სააკაშვილის გათავისუფლება, და თუ მოხდება, „ოცნების" ხელისუფლება იმ დღესვე დაასრულებს არსებობას - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე საპროტესტო აქციას - „გამოდი მიშას სიცოცხლისთვის", რომელიც სააკაშვილის ოჯახისა და ნაცმოძრაობის ორგანიზებით იმართება.

„სააკაშვილი საქართველოში რაც ჩამოვიდა და დააპატიმრეს, სიმულიანტობს და იძახის, ვაი, დედა, ვკვდებიო, არადა, სასამართლოზე ნახავ, რა „რეჩებს" არტყამს. შეხედავ, ისე გამოიყურება, მოზვერს წააქცევს. პრეზიდენტი რომ იყო, ხალხი ამბობდა, ფსიქიკურად ვერ არის კარგადო, ოჯახი გვარწმუნებდა, რომ გიჟები თქვენ ხართ, მიშა ჯანმრთელიაო. ახლა შეცვალეს, მიშა ავადაა, ციხის გარემო არ მოსწონს, „პროვოლკები" ელანდება და ბადრაგს ვერ იტანსო. მოკლედ, კურორტზე უნდა წასვლა. არ უმართლებს მიშას და არც მის პარტნიორებს, ვინც საქართველოში შემოაპარა. ვერ განხორციელდა მათი გეგმები, მაგრად დადგა საქართველოს მთავრობა, ვერ ჩაგვითრიეს ომში, რომელიც საქართველოს საბოლოო განადგურება იქნება.

რაც შეეხება აქციებს - „გამოდი მიშას გადასარჩენად", ასე როდემდე შეიძლება ეხვეწო ხალხს, აქციაზე მოდიო. ვინ მივა მაგათ აქციებზე? „გირჩი" ზურაბა და უგულავა. ან რა შედეგით უნდა დასრულდეს? სულ იმას ფიქრობს ეს მთავრობა, ვახტანგ კუციას კარიკატერებს რომ ჰგვანან (იყო ასეთი ცნობილი კარიკატურისტი), ქვეყნა დაანგრევინოს. ვერანაირი წნეხი ხელისუფლებაზე ვერ მოხდება, თუ ვინმეს წნეხითა და რჩევებით გაათავისუფლებს სააკაშვილს, „ოცნების" ხელისუფლება იმ დღესვე დაასრულებს არსებობას. არც უკრაინა მოიკლავს თავს მიშას დასაბრუნებლად, ან რაში სჭირდება გაგანია ომში. სააკაშვილი არ იყო, 2008 წლის ომში პიპინიასავით თავის ცხენს რომ გამოასაწრო პორტ-არტურიდან? მინდა, ვუთხრა სააკაშვილსა და მისი ოჯახის პატრონ-მოყვარეებს, რომ ვიდრე დეკანოიძეების, ჩარკვიანების, მაჭუტაძეებისა და გუბაზ სანიკიძეების ნაირი კარიკატურები გვერდით ეყოლებათ, „ქართული ოცნება" მყარად იქნება ხელისუფლებაში," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×