ელზა პაპოშვილი
11.07.2022

საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცი საბერძნეთში არასრუწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ბერძნული მედია წერს, მამაკაცს გამოძიება  მეგობარი ქალის შვილზე ძალადობას ედავება. 14 წლის გოგონამ ამის შესახებ პოლიციას ინფორმაცია თავად მიაწოდა. 

ის ამტკიცებს, რომ 6 წლის განმავლობაში დედის მეგობარი მამაკაცი მასზე სისტემატიურად ძალადობდა. თუმცა გოგონას ნათქვამის დედას არ სჯერა და ამბობს, რომ ბავშმა ეს მამაკაცზე და დედაზე შურისძიების მიზნით მოიგონა. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ გოგონა სისტემატიურად სკოლას აცდენდა და არ სწავლობდა. სწოერდ ამის გამო მასსა და დედას შორის კონფლიქტი მოხდა. ბავშვმა კი შურისძიების მიზნით ეს ამბავი მოიგონა. 

სასამართლოზე დაკავებული ქართველმა  მამაკაცმა  განაცხადა, რომ ის უდნაშაულოა და ბავშვმა ეს დედის დასჯის მიზნით გამოიგონა. მისი თქმით, გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მის შემოწმებას მოითხოვს. მიუხედავად ამისა სასამართლომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვება გადაწყვიტა. 

„ბავშვმა ეს ყველაფერი თავად მოიგონა. მსგავსი არაფერი ყოფილა. მასსა და ჩვენს შორის კონფლიქტი მოხდა. მეც და ჩემი მეგობარიც ვეუბნებოდით, რომ სკოლაში უნდა ესწავლა და მისი გაცდენა არ შეიძლებოდა. ამაზე მუდმივად კონფლიქტი გვქონდა. მან კი შურისძიების მოტივით ეს ამბავი გამოიგონა. 

პოლიციაში დარეკა და მოიტყუა თითქოს მასზე ჩემი მეგობარი სექსუალურად ძალადობდა. თანაც ეს ერთჯერადად კი არ მოხდა, ამას სისტემატიური სახე ჰქონდა. ეს ყველაფერი ტყუილია და სასამართლოზეც განვაცხადე, მაგრამ მოსამართლემ სრულიად სხვა გადაწყვეტილება მიიღო“,-აცხადებს გოგონას დედა ბერძნულ გამოცემასთან საუბარში. 

35 წლის ქართველი მამაკაცის  ადვოკატი, ვასილიკი-მარია ნიკოლაუმი ცხადებს, რომ  მიუხედავად დედის ჩვენებისა, მოსამართლემ მაინც წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, გამომძიებელი თვლის, რომ პაპაგეორგიუს საავადმყოფოდან ბავშვთა ფსიქიატრიულ დასკვნას უნდა დაელოდონ. ხოლო ამის შემდეგ მოსამართლე ხელახლა მიიღებს გადაწყვეტილებას. 

„მოპასუხე უარყო და აგრძელებს არასრულწლოვნის პრეტენზიებს, დედა კი მხარს უჭერს იმას, რასაც ბრალდებული ამბობს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უნდა დაველოდოთ. მოსამართლემ სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამაკაცი ჯერჯერობით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანონ. შემდეგ ვნახოთ, როგორც კი პასუხი იქნება, შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის საკითხი სრულად მოიხსნას“, - ამბობს მამაკაცის ადვოკატი ბერძნულ მედიასთან საუბრისას.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×