ელზა პაპოშვილი
10.08.2022

შეიარაღებული თავდასხმა უცხოელ სტუდენტებზე - თბილისში, ტაშკენტის 18 ნომერში 5 პირი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და 3 ინდოელი სტუდენტი დააყაჩაღა. სტუდენტები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ თავდამსხმელებს თან ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ჰქონდათ, ერთ-ერთ სტუდენტს თავისა და ხელის არეში დანით დაზიანებები მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

„ღამით ჩვენს მეგობარს აეროპორტში დავხვდით, ისიც სტუდენტია და ინდოეთიდან უკან საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტიდან რომ მოვედით, ვვახშმობდით და კარზე დააკაკუნეს. ვიფიქრეთ, ალბათ მეზობელია და რამე უნდა. კარი რომ გავაღეთ, 5-მდე შეიარაღებული პირი შემოვარდა. ფულს და ტექნიკას ითხოვდნენ. დანით და იარაღებით იყვნენ. დაბლა წაგვაქციეს და წამებით გვემუქრებოდნენ. მე დანით დამსერეს. თავიც დაზიანებული მაქვს, იატაკზე მარტყმევინეს. 

სახლში რაც გვქონდა, ყველაფერი წაიღეს  და მიიმალნენ. პოლიციაში დავრეკეთ და მალევე მოვიდნენ. როგორც ვიცით 5-ვე მათგანი იმ  დღესვე დააკავეს“,-ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი. 

მათივე თქმით, ერთ-ერთი თავდასხმელი რუსულად საუბრობდა, 4 მათგანი კი ქართულად.  

"სახლში 5 ადამიანი შემოვარდა, ერთი რუსულად საუბრობდა და 4 ქართულად. ჩვენ ქართული კარგად გვესმის, რადგან უკვე დიდი ხანია აქ ვსწავლობთ. ერთმა იარაღი თავში დამიმიზნა და მითხრა რაც ფული გაქვთ სახლში სულ მოგვეცითო. 

„ქეშად სახლში 1000-დოლარამდე გვქონდა და მივეცით. ოქრო რაც გვეკეთა, ყველაფერი წაგვართვეს. წაიღეს ჩვენი ლეპტოპები და ტელეფონები. ალბათ, ვინმე სამეზობლოდან არიან. სხვამ  ვინ რა იცის ჩვენ აქ რომ ვცხოვრობთ. ვფიქრობთ დიდი  ხანია  გვითვალთვალებდნენ", - ამბობს სტუდენტი. 

ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციამ თავდამსხმელები ცხელ კვალზე იმ დღესვე  დააკავა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×