ია აბულაშვილი
18.11.2022

სირცხვილი და თავის მოჭრა „ნაციონალურ მოძრაობას", სააკაშვილიდან ხაბეიშვილამდე რომ მიხვალ, მაგრამ რა უნდა ქნა, ასეთი სისწრაფით რომ მიექანები უფსკრულისკენ, შემდეგი თავმჯდომარე აუცილებლად მაჭუტაძე იქნება - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები სავარუდოდ დეკემბერში გაიმართება. ამ პოსტისთვის იბრძოლებენ ლევან ხაბეიშვილი და მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე აქტივისტი გიორგი მუმლაძე. ვის დარჩება გამარჯვება, ედიშერ გვენეტაძეს პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა დარწმუნებულია, რომ „ნაცმოძრაობის" დაშლის პროცესს ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ შეაჩერებს.

„ეს არ არის „ნაცმოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები, ეს არის კეზერაშვილის სპეცოპერაცია მელიას ჩამოსაშორებლად. ეს ამბავი მიშას გარეშე ვერ მოხდებოდა, ალბათ რაღაც გარიგებას აქვს ადგილი, რომ მიშა აუცილებლად გარეთ უნდა იყოს. მიშა თავად გაყუჩებულია, აწყობს თავი მოიკატუნოს, ვითომ არაფერში ერევა, ეს ტაქტიკა აირჩია.

რა გეგმაც არ უნდა ჰქონდეთ პარტიის ძველ ბობოლებს, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ფსკერისკენ მიექანება. აბა, რა ჰქვია ამას, კანდიდატები არიან მელია და ხებეიშვილი. მელიას რას ვერჩი, ხაბეიშვილთან შედარებით ჰეგელია. სხვათაშორის ქართულად კანტი და ჰეგელი თარგმნა ნოდარ ნათაძემ, ცნობილმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქართული პოლიტიკის ავანგრადში იდგა. ხაბეიშვილს სათარგმნად ჰეგელი და კანტი რომ მისცე, დახევს. კანდიდატად რომ დაასახელა თავი, მაშინ კი თქვა ერთი ბრძნული სიტყვა, „ნაციონალური მოძრაობა" ინტელექტის სამჭედლოაო, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა იცის. სირცხვილი და თავის მოჭრა „ნაციონალურ მოძრაობას", აქამდე რომ მიხვალ; მომავალ არჩევნებში ალაბთ მაჭუტაძე იქნება თავმჯდომარე. სახელსაც თუ გადაარქმევენ პარტიას კარგი იქნება, „სააკაშვილიდან-ხაბეიშვილამდე", უფრო ხმამაღლა ჟღერს," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×