ელზა პაპოშვილი
21.11.2022

სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში მესხიას ქუჩაზე მდებარე მინი-სტადიონზე მსხვერპლით დასრულდა. მოზარდებს შორის დაპირისპირებას 15 წლის ბიჭის საბა მამფორიას სიცოცხლე შეეწირა. მას 17 წლის ახალგაზრდამ ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მოკლული ბიჭი კონფლიქტში არ მონაწილეობდა, ის დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მჰოყვა. მათივე თქმით, ჩხუბში 30-მდე  ადამიანი მონაწილეობდა. დაჭრილი მოზარდი შველას ითხოვდა, თუმცა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს იგი უკვე  გარდაცვლილი დახვდა. მიღებული ჭრილობების შედეგად სისხლად დაიცალა და ადგილზე დაიღუპა. 

სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 17 წლის მოზარდი უკვე დააკავეს. ასევე, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ასევე კონფლიქტში მონაწილეობდა. შსს ფაქტს 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. 

გარდაცვლილ მოზარდს მშობლები და და-ძმა ჰყავს. სამართალდამცავებმა კი შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოიღეს ვიდეოკამერის ჩანაწერები და დანაშაულის იარაღი. ნაპოვნია ე.წ. სპიცი, რომლითაც შესაძლოა მას ჭრილობები მიაყენეს.   

„რამდენიმე ბავშვი იყო სტადიონზე და ბურთს თამაშობდნენ. ეს ბავშვიც აქვე იყო. რა მოხდა, რაზე დაიწყო კამათი არ ვიცით. ალბათ ეს ყველაზე კარგად ბავშვებმა იციან. როგორც ამბობენ, უცბად დაიწყო ჩხუბი, 30-მდე ბავშვი მონაწილეობდა. იქვე არის მიტოვებული შენობა და ხალხს რომ არ დაენახა, იქით მოფარებულში საქმის გასარჩევად წასულან. ამიტომაც ვერ გაიგო მოსახლეობამ ჩხუბის და ყვირილის ხმა მანამდე, სანამ ბავშვები არ გამოიქცცნენ და საეჭვო არ გახდა, რომ რაღაცა უბედურება ხდებოდა. 

“საბა უბრალოდ გამშველებელი და შემთხვევით გამვლელი იყო, რომეlმაც თანატოლების გაშველება საცადა. ძალიან ჭკვიანი და კარგი მოზარდი იყო. ამიტომ ყველას გაგვიკვირდა ეს უბედურება მას როგორ დაემართა. 

“სავარაუდოდ, ამ ჩხუბის დროს სხვისთვის მოქნეული დანა აქვს თუ სპიცი მოხვედრილი. რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა გულში და ამიტომ სასწრაფომ ვეღარ მოუსწრო. თურმე ბავშვი გონზე ყოფილა და დახმარებას ითხოვდა. საშინელებაა, არ ვიცით რა ვთქვათ. ძალიან კარგი ოჯახია. და-ძმა ჰყავს ასევე და მათ თავს წარმოუდგენელი ამბავი ხდება“,- უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

აღიარებს თუ არა ბრალს დაკავებული 17 წლის მოზარდი ამას მისი ადვოკატი გადაჭრით არ ამბობს. მან დაკავებული უკვე მოინახულა და რამდენიმე საათი საუბრობდნენ. ადვოკატი ამბობს, რომ ბიჭის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა და მას მომხდარის გააზრება უჭირს. თუმცა, არსებობს უკვე ინფორმაცია, რომ მოზარდმა პოლიციას მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალურად უამბო. ახლა  გამომძიებლებს ასევე ჩვენაბას დაკავებულის დედა აძლევს.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×