ელზა პაპოშვილი
23.11.2022

იძალადა თუ არა რეალურად 28 წლის მამაკაცმა 8 წლის ძმისშვილზე სექსუალურად, ახლა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მამაკაცს ძმის ცოლი ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მან ბავშვზე გარყვნილი ქმედება განახორციელა. 

სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს და მას სასამართლომ  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, დაკავებული და მისი ოჯახის წევრები მომხდარს კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური  პრობლემები მათ რძალს აქვს, რომელმაც ამბავი გამოიგონა და ბავშვსაც მის მოყოლას აიძულებს. ამიტომ თუ დადგინდა, რომ ქალი ტყულს ამბობს, შესაძლოა განსასჯელის სკამზე ბავშვის დედა აღმოჩნდეს. 

სამართალდამცველებს სწორედ ბავშვის დედამ მიმართა და დახმარება ითხოვა. გამოძიება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით მიმდინარეობს. ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს და ასევე მას სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება, რითაც უნდა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა რძლის ბრალდება სიმართლეს. 

თავად დაკავებულის ძმა მის შვილზე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას კატეგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ ბავშვის დედას ანუ მის ცოლს პრობლემები ტვინში აქვს, ამიტომაც მისი ძმა დამნაშავე არ არის.   

„ბავშვს არანაირი დაზიანებები ან სხვა რაიმე არ აღენიშნება. არც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონია, რომ რამე შეგვემჩნია. ეს არის ბოდვა, რომელსაც ბავშვის დედა იგონებს. მაგ ქალს ტვინში აქვს პრობლემები. ჩემი ძმის გაზრდილია ბავშვი და ასეთ ამბავს თუ მოიგონებდა, ვინ მოიფიქრებდა. ბავშვი არაფერს ამბობს, დედა ლაპარაკობს მარტო. ის ამტკიცებს, რომ ჩემმა ძმამ ეს საზარელი ამბავი ჩაიდინა. ოღონდ თავად ვერ ყალიბდება სად და როგორ“, - ამბობს ბავშვის მამა. 

დაკავებულის ცოლი ბავშვის დედას შვილების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცახდებს, რომ შესამოწმებელი ბავშვის დედაა, რომელიც მსგავს აბსურდს  იგონებს.   

"რძალია ისეთი, შვილები არ აინტერესებს. საერთოდ არაფერი აინტერესებს ამ ქვეყნად. ვითომ, თავისი ჭკუით, საძროხეში მოხდაო, მერე ამბობს საწოლში მოხდაო...  მერე იძახის, რომ ვითომ ჩემმა ქმარმა შარვალი ჩაიწია და ა.შ . ეს არის სისულელე, ბოდვა, ეგ ქალი არ არის ჯამრთელად. ჩემი ქმარი რომ დაიჭირეს, თავისით გაჰყვა და დაიბარა - "ბიჭებო მე სუფთა ვარო" - თავადაც გაოგნებულია ასეთი სისაძაგლე ამ ქალის ტვინში როგორ მოიხარშა. 

„ამას ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს, ბავშვს არაფერი სჭირს. თავის გაზრდილ ბავშვზე რეებს ეუბნებიან?! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. მოვალ დაგაბრალებ ათას სისაძაგელს და მიდი იმართლე თავი. ბავშვს კიდევ რასაც დედა ეუბნება იმას იმეორებს"- ამბობს დაკავებულის ცოლი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×