ელზა პაპოშვილი
24.11.2022

14 წლისს გოგონას გაუპატიურების ფაქტზე უკვე მეოთხე  დღეა პოლიცია 23 წლის მამაკაცს ეძებს. საქმეზე ასევე დაკავებულია მოზარდის მამა, რომელმაც გოგონაზე ფიზიკურად მას შემდეგ იძალადა, რაც გაუპატიურების ფაქტის შესახებ ბავშვმა მშობლებს მოუყვა. 

არასრუწლოვანზე ძალადობა აჭარაში მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, 14 წლის მოზარდი ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მუშაობდა. გოგონა სწორედ სამსახურიდან მოდიოდა, როდესაც მას გზაში მისთვის ნაცნობი მამაკაცი ავტომობილით დაეწია და სახლში მიყვანა შესთავაზა. სწორედ ამ დროს მოხდა გოგონას  გაუპატიურება. 

როგორც ბავშვის ახლობლები ამბობენ, ის ბიჭს იცნობდა და მათ შორის მანამდე  სატელეფონო კომინიკაცია იყო, რასაც ბავშვი არ მალავს. თუმცა ისინი მეგობრები იყვნენ და გოგონა ბიჭს ამიტომაც ენდო.

როდესაც არასრულწლოვანმა სახლში მისვლა დააგვიანა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს. სახლში დაბრუნებულმა ბავშვმა კი მათ მომხდარის შესახებ უამბო. სწორედ ამ დროს მოხდა მასზე მამის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც ამბობენ, ბავშვი ამჟამად სოციალურ მუშაკებს უსაფრთხო ადგილას ჰყავთ გადაყვანილი.    

გოგონას დედა კი ქმრის მხრიდან შვილზე ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ არ იცის რატომ არის მისი მეუღლე დაკავებული. დედის თქმით, რომ მისი გოგონა და დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი ერთმანეთს იცნობდნენ. ხოლო როგორც თავად ბავშვი ყვება, მასზე ბიჭმა სახლში წამოყვანის დროს გზაში იძალადა. 

„ბავშვი ბათუმში ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მუშაობს. იქ გაიცნო ეს ბიჭი, თუ ტელეფონით ჰოქნდა მიმოწერა არ ვიცით. რასაც თავად ბავშვი ყვება, მათ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ. 

„ბავშვს სამსახური დაუმთავრებია საღამოს საათებში და გზაზე მოდიოდა, როდესაც ეს ბიჭი ავტომობილით დაეწია. უთქვამს - სახლში მე გაგიყვანო. რადგანაც იცნობდა, ენდო და ავტომობილში ჩაუჯდა. 

„გოგონა ამის შემდეგ გაქრა. მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს. დაურეკეს სამსახურში მის უფროსს და მისგან გაიგეს, რომ ბავშვი დიდი ხანია სახლში წამოვიდა. ტელეფონზე ურეკავდნენ და გათიშული ჰქონდა. 

„დაახლოებით დილის 5 საათზე ბავშვი სახლში დაბრუნდა. მამამ რომ ჰკითხა სად იყავიო, გოგონამ ყველაფერი მოყვა. მასზე ბიჭმა სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ მამამ გოგონა სცემა. ის პოლიციამ დააკავა. ბავშვი კი სოციალურმა სამსახურმა სახლიდან წაიყვანა. 

„არ ვიცით... დედაც ძალიან გაუგებრად საუბრობს. ამბობს არ უცემიაო, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვი ყველას მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა“, - უყვება „რეზონანსს“ გოგონას ახლობელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×