ელზა პაპოშვილი
06.12.2022

საზარელი მკვლელობა ბრუკლინიში - ერთი ქართველი მოკლულია, მეორეს გადარჩენას კი ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. ამერიკაში მცოხვრები ქართველი ემიგრანტები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ როგორც დაზარალებულები, ისე თავდამსხმელებიც ქართველები არიან.

დაპირისპირება ქართველებს შორის ნიუ-ორიკის ხალხმრავალ ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა საქართველოს ორ მოქალაქეს ბანკიდან ფული გამოჰქონდა. ადგილზე მათ 3 შეიარაღებული ქართველი დახვდათ. ისინი თანამემამულეებს აედევნენ და ფულის წართმევა სცადეს, რასაც სროლა მოჰყვა.

მოკლულია 45 წლის მამაკაცი. მძიმედ არის ასევე დაჭრილი მეორე მამაკაციც. გამვლელებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცი გამოიძახეს. ორივე დაჭრილი ქართველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მეორე დაჭრილი 30 წლის მამაკაცია, რომელიც აცხადებს, რომ მათ თავს 3 ქართველი დაესხა. ამერიკელი სამართალდამცველები ამ დრომდე მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ეძებენ. 

ქართველებს შორის სისხლიანი დაპირისპირების დეტალებს ემიგრანტები ყვებიან და ამბობენ, რომ შემთხვევა ორშაბათს გვიან ღამით, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. 

„როგორც ქართველები ყვებიან და მედიაც ასე აშუქებს, ორი ქართველი ბანკში ფულის გამოსატანად შევიდა. გარეთ გამოსულებს კი 3 ქართველი აედევნათ. ისინი ერთმანეთს ქართულად ესაუბრებოდნენ - კონფლიქტის თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელებიც და დაზარალებულებიც ერთ ენაზე საუბრობდნენ. 

„გარეთ გამოსულ ქართველებს თავდამსხმელებმა ქართულად დაუძახეს. არ არის გამორიცხული, რომ ერთმანეთსაც იცნობდნენ  და მათ იცოდნენ, რომ ისინი ბანკში ფულის გმოსატანად მიდიოდნენ. 

„კონკრეტული დრო და ადგილი თავდამსხმელებისთვის  ცნობილი იყო. ეს არ იყო შემთხვევით ფაქტი. როგორც ცნობილი ხდება, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თავდამსხმელები ფულს  წართმევას ცდილობდნენ, რაზეც წინააღმდეგობა გაუწიეს. სწორედ ამის შემდეგ მოხდა გასროლა. 

„სამი ტყვია 45 წლის ქართველს მუცელში აქვს მოხვედრილი, ხოლო 30 წლის მამაკაცი კიდურების არეშია დაჭრილი. ფული წაართვეს და ადგილიდან მიიმალნენ. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ შუახნის მამაკაცის გდარჩენა ვერ მოხერხდა.

„არ არის გამორიცხული, რომ გარჩევა და დაპირისპირება ე.წ. ქართულ  კრიმინალურ ჯგუფებთან იყოს კავშირში, რომლებიც ამერიკაში მოქმედებენ“, - უყვება „რეზონანსს“ ამერიკაში მცოხვრები ერთ-ერთი ქართველი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×