ნაზი ბერიძე
17.01.2023

ცხინვალში14 იანვარს საღამოს, ძმები გუბაევების ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქება მოხდა. დაზიანდა ეზოში მდგომი სამი ავტომობილი და ჩამსხვრა მინები საცხოვრებელ ბინებში. საქმის სხვა დეტალები უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ თავდამსხმელთა სამიზნე აქ მცხოვრები ჰამლეტ გუჩმაზოვი იყო, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დამნაშავედ სცნო 2008 წლის ომისას ქართველების წამებაში და მისი დაკავების ორდერი გასცა.

2022 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (Iჩჩ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიების ფარგლებში, ჰამლეტ გუჩმაზოვის დაკავების ორდერი გასცა. აღსანიშნავია, რომ ჰამლეტ გუჩმაზოვს ბრალი ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ჩადენილ ომის დანაშაულებზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შენახვა, მძევლად აყვანა და მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გადაადგილება). ომის დროს ის ცხინვალისს წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელი იყო.

„ეხო კავკაზას" ჟურნალისტი არზუ მამედოვას ინფორმაციით, უცნობმა პირმა ხელყუმბარა 14 იანვარს სწორედ ჰამლეტ გუჩმაზოვის მანქანას ესროლა. თავად გუჩმაზოვი ამ დროს მანქანაში არ იმყოფებოდა.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებს არ ახმაურებენ და აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

ვის შეიძლება ჰქონოდა გუჩმაზოვის აფეთქების განზრახვა? როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ამ აფეთქებას, სავარაუდოდ, არანაირი კავშრი არ აქვს 2008 წლის ომთან და გუჩმაზოვზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან.

„არ მგონია ეს დაკავშირებული იყოს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და არ მგონია შურისძიებისთვის ვინმე ქართველი ელოდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას. აქ სხვა ისტორიაა, რომელიც ცხინვალში მის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება. ჯერ დეტალები უცნობია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ერთ-ორ დღეში ალბათ უფრო მეტი ფაქტი გახდება ცნობილი", -აცხადებს ზაქარეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×