ელზა პაპოშვილი
26.01.2023

სოფელ კარბში  მოკლული  33 წლის ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრები და თანასოფლელები საქმეზე დაკავებული ასაკოვანი ქალისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვენ, რადგან დაკავებულს გამოძიება მხოლოდ სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანებას ედავება. როგორც ოჯახი აცხადებს, დაცვის მხარე ცდილობს, რომ ქალი 2 წელში გამოუშვან და მკვლელობა უბედურ შემთხვევად გაასაღონ. საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავენ და 70 წლის ქალს მეზობლის 33 წლის ლევან გვიმრაძის გარდაცვალების გამო ასამართლებენ. 

საქმე რამდენიმე თვის  წინ მომხდარ ფაქტს ეხება. გორის სოფელ კარბში მეზობლებს შორის სარწყავი წყლის გამო დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა კაცი თავის მიწას რწყავდა. მეზობელმა მას წყალი გადაუკეტა, რის შემდეგაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ჩხუბში სხვა მეზობლებიც ჩაერთნენ. გარდაცვლილს თავში ქვა სწორედ ამ დროს მოხვდა. ტრავმა მას 70 წლის ქალმა მიაყენა, რომელიც იმ ბიჭის დედაა, ვისთანაც გარდაცვლილს თავდაპირველად უთანხმოება მოუვიდა. დაშავების შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანამ ის გორმედის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შეყვანიდან 1 კვირაში გარდაიცვალა. ქალი ამბობს, რომ მეზობელი ბიჭის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო. მისი მტკიცებით, მას ამ ფორმით მოჩხუბარი ახალგაზრდების გაშველება სურდა. თუმცა შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განხრაზ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია. 

  "5 დან-8 წლმადე ჰქონდა, შემდეგ გვითხრეს 4 წელზე თუ ვიყავით წამსვლელი, დავთანხმდით, რადგან მაინც მეზობელი იყო და ბოლომდე ვერ ვიმეტებდით, მაგრამ სინანული საერთოდ არ გააჩნიათ და 2 წლამდე დაიყვანეს სასჯელი, ამიტომ უნდა დაისაჯოს. ახალგაზრდა ბიჭი მიწაში წევს და სინანულის გრძნობა ხომ მაინც უნდა ჰქონდეთ? ბიჭი მისმა ნასროლმა ქვამ შეიწირა და ამის თვითმხილველები ვართ. ყველამ კარგად იცის რაც მოხდა. არავის გაშველებას ეგ არ ციდლობდა", - ამბობს ოჯახი. 

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ თადაპირველად გარდაცვლილმა მეზობლის ბიჭს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა. ამის შემდეგ კი შვილის დაცვის მიზნით დაკავებულმა ქალმა გარდაცვლილს ქვა ჩაარტყა. ეს ყველფერი კი გარდაცვლილის დედამ საკუთარი თავლით დაინახა . 

„როგორც დაკავბეული ქალი ამბობდა, ჩხუბის დროს გარდაცვლილმა ბიჭმა,  მის შვილს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა. ამის შემდეგ კი ქალმა, შვილის გადარჩენის მიზნით, ბიჭს ქვა ესროლა. მას ქვა თავში მოხვდა და გონება დაკარგა. სავარაუდოდ, თავში სისხლმა გაჟონა და დაიღუპა. ქალს ბიჭის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა, ეს იყო შვილის დაცვის მიზნით ჩადენილი საქციელი. მან იფიქრა, რომ ამით შეაშინებდა და მის შვილს მოშორდებოდა. სამწუხაროდ კი ის გარდაიცვალა“-ამბობს ადგილობრივი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×