ელზა პაპოშვილი
18.02.2023

ახალგაზრდა მამაკაცებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება რუსთავში  სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 23 წლის ბიჭს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენეს.  როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, დაპირისპირება გვიან ღამით, დაახლოვებით პირველ საათზე დაიწყო. ახალგაზრდა კაცები საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სვამდნენ, კონფლიქტი ამ დროს დაიწყო. მათთვის უცნობია რა გახდა ჩხუბის მიზეზი. მხოლოდ ის გაიგეს, რომ 23 წლის ბიჭი დაჭრეს.     

„დაახლოვებით ღამის პირველის ნახევარი იყო, მეზობლების ჩოჩქოლის ხმა გავიგე,  მერე სასწრაფო დახმარება და პოლიციაც მალევე გამოჩნდა. გავიგე, რომ დაჭრეს ახალგაზრდა ბიჭი. აქ მწვადს წვავდნენ, ეზოში  ბაღია და აქ შეწვეს. მერე ეზოდან გავიდნენ. აღმოჩნდა, რომ დაჭრაც ამ დროს მოხდა. ახალგაზრდა ბიჭს არ ვიცნობდი, როგორც გავიგე, სტუმარი იყო, ჩვენი ეზოსთვის უცხო იყო ეს პიროვნება. რა მოხდა და რა იყო დაპირისპირების მიზეზი არ ვიცით. მგონი ჩვენი უბნელი 24 წლის ბიჭია დაკავებული. პოლიციამ ის ცხელ კვალზევე დააკავა",- ამბობს ადგილობრივი.

დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"23 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში დაზიანებით ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდის წინა ნახევარზე. განვითარდა სისხლდენა არსებული ჭრილობიდან, მოხდა რევიზია, დადგინმდა დაზიანების მიზეზი და მოხდა მისი გადარჩენა. აპარატიდან მოხსნიალია, მიმდინარეობს სისხლის გადასხმა და სხვა რეანიმაციული ღონისძიებები. ჯერჯერობით კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია",- ამბობს ექიმი, პაპუნა ბახტაძე. 

შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.  

საგამოძიებო უწყება 24 წლის ბიჭის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას 35 წლის კაცს ედავება. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ დადგენილებას ელოდება.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×