ელზა პაპოშვილი
20.02.2023

მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა. როგორც ესპანური მედია იტყობინება, გამოძიება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩატარდა. კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების ქსელის გამოსავლენად ესპანეთის პოლიციას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. სამართალდამცველები გაოგნებას  ვერ მალავენ, რადგანაც სახლების ძარცვა კარგად ორგანიზებული იყო. 

პოლიციას მათ კვალზე გასვლა ძალიან გაუჭირდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ სულ მცირე 14 სახლის ძარცვა. როგორც მედია წერს, ორგანიზაციას ე.წ. "კანონიერი ქურდები" ხელმძღვანელობდნენ.    

ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში 7 სახლის ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც ძვირადღირებული სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა ნივთები ამოიღეს. ასევე, საკეტების წვერები კარების გახსნისთვის და ყალბი დოკუმენტაცია, რომლესაც ისინი ქალაქებში გადასაადგლებლად იყენებდნენ. 

გამოძიება 2022 წელს დაიწყო, როდესაც აგენტებმა შეიტყვეს, რომ  მადრიდში  სახლებს კარგად ორგანიზებული დაჯგგუფება ძარცვავდა, რომელთა ვინაობის დადგენა და იდენტიფიცირება ჭირდა.  

„გამომძიებლებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ორგანიზაცია გამოირჩეოდა თავისი ძლიერი კრიმინალური სტრუქტურით, უაღრესად იერარქიულ ნაწილებად იყო ჩამოყალიბებული. მათ  რკინის ქცევის კოდექსი ჰქონდათ, რომლითაც დამალვას ახერხებდნენ. მათ ლიდერის დასაცავად კონკრეტული სქემა გააჩნდათ. ამან კი დაჯგუფება ორგანიზაციად აქცია "პოლიციური ქმედებებისთვის შეუღწევად", რადგან ისინი საფრთხის მიახლოვებასთან ერთად,  დაჯგუფებას რესტრუქტურიზაციას უკეთებდნენ და სხვადასხვა ქალაქებში იშლებოდნენ.     

ძარცვის განსახორციელებლად ისინი დაიყვნენ ოპერატიულ ჯგუფებად, რომლებიც შედგებოდა ორ-ხუთ ადამიანისგან, თითოეულში პასუხისმგებელი ერთი პირი იყო.  ქვეყანაში დროებით იყვნენ დასახლებულებები და სხვადასხვა ქვეყნის ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ. იდენტიფიცირების თავიდან აცილების მიზნით, ასევე წინასწარ სხვა პირების მიერ ბინების დაქირავება ხდებოდა, ე.წ. უსაფრთხო სახლები, რაც მათ დიდ მობილურობის საშალებას აძლევდათ.  

აღმოჩნდა, რომ ორგანიზაცია სტრუქტურირებული იყო სხვადასხვა ქსელში და რომ მათ ჰქონდათ რამდენიმე მისამართი ალკობენდასა და მადრიდში, რომლებიც გამოიყენებოდა ორგანიზაციის წევრების დასასახლებლად, რომლებიც ჩამოვიდნენ ესპანეთიდან და ევროპის სხვა კუთხიდან, რომლებსაც  ტელეფონის ნომრები და მისამართები ჰქონდათ“,-უყვება ესპანელი სამართალდამცველი მედიას. 

ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართველი კრიმინალური დაჯგუფება სხვადასხვა ფერმასა და შენობაში, პლასტმასის მარკერების ან უხილავი ძაფების განთავსებით გასაძარცვ სახლებს ამოწმებდნენ. მოგვიანებით, როცა ნახავდნენ,  რომ სახლი იმ დროს დაუსახლებელი იყო, ძარცვას ახორციელებდნენ. ამას კი ღამით ან შაბათ-კვირას აკეთებდნენ. განსაკუთრებით კი ზაფხულის არდადაგების პერიოდში, აღდგომასა და შობას, როცა ბინები ცარიელი იყო.  

„თავდასხმების განსახორციელებლად ორგანიზაციის რამდენიმე წევრი ადგილს წინასწარ ამოწმებდა, ერთ-ერთი მათგანი გარედან ადევნებდა თვალყურს, დანარჩენები კი სახლს კარების გასაღებად საკეტებით ან სხვა მეთოდებით შედიოდნენ.

ორგანიზაციის მესამე დონე კი მიმღებთა ქსელი იყო, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მოპარული საგნების განტვირთვაზე, ქურდობიდან მიღებული სარგებლის გაგზავნაზე ფულის გადამტანი კომპანიების მეშვეობით. ნაძარცვი სხვა ქვეყნებში  გაჰქონათ, რასაც ქსელის სხვა წევრები იღებდნენ“,-ამბობს გამომძიებელი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×