ელზა პაპოშვილი
21.02.2023

ესპანური მედია მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებულ კრიმინალურ დაჯგუფებას, სადაც 25-მდე ქართველია დაკავებული, ქართულ მაფიად მოიხსენიებს. პრესა წერს, რომ კარგად ორგანიზებული დაჯგუფების უკან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დგას, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით  არ საჯაროვდება. სპეცოპერაციების სერია ქართველ სამართალდამცველებთან კოორდინაციით ჩატარდა. 

როგორც ესპანური მედია წერს, პოლიცია მათ კვალზე 2022 წლიდან ცდილობს გასვლას. თუმცა ქართველებისგან შემდგარი მაფიოზურ დაჯგუფებად წოდებული ორგანიზაცია  კარგად ორგანიზებული და იერარქიულად ჩამოყალიბებულია. 5 კაცისგან შემდგარი ჯგუფები სახლების ძარცვისას კარგად გაწერილი სქემით მოქმედებდნენ, ხოლო თუ რომელიმე მთგანი პოლიციის ხელში მოხვდებოდა, ჯგუფი მაშინვე იშლებოდა და ქალაქს ტოვებდნენ. ამიტომ პოლიციას მაფიის ქსელის გამოვლენა უჭირდა. 

ამიტომაც ესპანურმა პოლიციამ ქართული მაფიის გამოსავლენად სპეციალური საგამოძიბო ჯგუფები შექმნა და მათი თვალთვალი და ქსელის გამოვლენა დაიწყო. 

ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ დედაქალაქის მასშტაბით სპეცოპერაცია სულ შვიდ ლოკაციაზე ჩაატარა. გაჩხრიკეს ის სახლები, სადაც ბრალდებულები ცხოვრობდნენ. ამოღებულია დიდი ოდენობით ფული, 32 ბრენდული საათი, 259 ოქროს ნივთი და სამკაული, 79 ელექტრონული მოწყობილობა, მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმელი. ესპანეთის პოლიცია გამოძიებას განაგრძობს.    

ვარაუდობენ, რომ დაკავებების სერია კვლავ გაგრძელდება. შესაძლოა მალე ხელბორკილები ესპანეთში მყოფ რამდენიმე ქართველ „კრიმინალურ ავტორიტეტსაც“ დაადონ. დაკავებულ 25 ადამაინს შორის 5 ქალია, რომლებიც სხვადასხვა ოჯახებში მუშაობდნენ. სავარაუდოდ, ისინი დაჯგუფებსი წევრებს სახლების ძარცვაში ეხმარებოდნენ. 

დაკავებულების ვინაობა უკვე ცნობილია - 49 წლის დიმიტრი არჩვაძე, 33 წლის ნიკო ჯანგავაძე, 34 წლის კონსტანტინე გოგლიძე და 34 წლის ირაკლი ბენიძე თბილისიდან არიან. თუმცა მათი ახლობლები დააკავებულების შესახებ არ საუბრბენ. დანარჩენი დაკავებულები კი ბორჯომიდან, ბათუმიდან და აბაშიდან არიან. 

„ინფორმაცია ჩვენც მედიით გავიგეთ. ამბობენ, რომ დაკავებულებს შორის ხუთი ქალია. მათ საქართველო სხვადასხვა დროს დატოვეს. როგორც ესპანური პრესა წერს, ტრანსნაციონალურ დანაშაულში ყველა ბრალდებულს მკაცრად გაწერილი როლი ჰქონდა. მათი ნაწილი ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა და მძარცველებს სამიზნე ობიექტებზე ინფორმაციას აწვდიდა. ნაწილი სახლთან სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა, უშუალოდ სახლებს კი დაახლოებით 5 კაცისგან შემდგარი დაჯგუფებები ძარცვავდნენ. შემდეგ კი ნაძარცვი საქონლის გასაღებას სხვადასხვაა ორგანიზაციების მეშვეობით ახერხებდნენ. 

„ძარცვავდნენ ფერმებს, ვილებს და ისეთ სახლებს, სადაც მეპატრონე არ ცოხვრობდა, ან სადმე იყო წასული. როგორც მედია იუწყება, ქართული მაფიის წარმომადგენლები სხვა ქვეყნის ყალბი პასპორტებით გადაადგილდებოდნენ. სახლებს კი, სადაც ცხოვრობდნენ, წინასწარ ქირაობდნენ და ნაძარცვს იქ მალავდნენ.  

„ქალები, რომლებიც სახლებში მუშაობდნენ, ამ ბინის გაძრაცვის შემდეგ სამსხურიდან მიდიოდნენ. ისინიც ყალბი პასპორტებით იყვნენ დასაქმებული. უკვე ერთი წელია ესპანური მედია ამ დაჯგუფების დაკავებას ცდილობდა. ჯერ რაც იციან, 14-მდე სახლია გაძარცვული, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მეტ ძარცვაზეა საუბარი. 

„ასევე არაა გამორიცხული დაკავებულთა წრეც გაიზარდოს, რადგან ფიქრობენ, რომ ქსელი კიდევ უფორ დიდია. ახლა იმ „კანონიერი ქურდების“ გამოვლენას ცდილობენ, ვინც ამათ უკან არიან. აღიარებენ თუ არა დანაშაულს, უცნობია“, - უყვება „რეზონანსს“ ესპანეთში მცოხვრები ქართველი ემიგრანტი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×