ელზა პაპოშვილი
28.02.2023

შკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - გორსი ავტომატიდან 20-მდე გასროლის შედეგად ავტომობილში ირაკლი კობერიძე ჩაცხრილეს. მასთან ერთად მყოფი ვანო ღვინაშვილი კი მძიმედ დაჭრეს. სისხლიანი გარჩევა კი გორის რკინიგზის სამრეცხაოში დაიწყო. ადგილობრივები ყვებიან, რომ ერთამნეთს ორი ჯგუფი დაუპირიპირდა, რის შემდეგაც უმისამართო და ორმხრივი სროლა დაიწყო.

საზარელი სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა შეკვეთილი მკვლელობა იყოს. ასევე არ გამოირიცხება კრიმინალური გარჩევაც. სხვა ვერსიით კის კონფლიქტი ფულთან და ბიზნესთან დაკავშირებულ დავას უკავშრდება, რომელიც სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა.

თვითმხილველთა გადმოცემით, ადგილობრივებმა დაპირისპირებული მხარეები გააშველეს, რის შემდეგაც კობერიძე და ღვინაშვილი მანქანით ცდილობდნენ კონფლიქტის ადგილიდან წასვლას. სწორედ ამ დროს მათ მეორე ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ავტომატიდან გაუხსნა ცეცხლი.

კობერიძე, რომელიც საჭესთან იჯდა, საკუთარ ავტომობილშივე  დაიღუპა. ხოლო მისი თანმხლები პირი ღვინაშვილი რამოდენიმე მძიმე ჭრილობით კლინიკაში გადაიყავნეს.   

„დაღუპული ბიჭი ადგილობრივია. რაღაცა ფულის გამო მოსვლიათ კონფლიქტი. ეს მეორე დჭრილი არ ვიცი ვინაა, მასთან ერთად ყოფილა. თავდამსხმელიც არაა გორელი. ამბობენ აქ საქმის გასარჩევად მოსულა. ფულის გამო უკამათიათ და გაუშველებიათ. ეს ორნი ავოტმობილში ჩამსხდარან და წასვლას ცდილობდნენ, როდესაც მან ავტომობილიდან იარაღი ამოიღო და სროლა დაუწყოთ. 

„საჭესთან ირაკლი იჯდა, რომელსაც რამდენიმე ტყვია აქვს ნასროლი. 20-მდე მასრაა ნაპოვნი. ორივე ავტომობილში ჩაცხრილა. წინ ირაკლის გვერდით მეგობარი მჯდარა და ისიც ძალიან მძიმედ არის დაჭრილი. 

„ხალხი რომ მივიდა, ირაკლი მკვდარი დახვდათ. სადისტურად არიან ჩაცხრილული. ასე დღის მეორე ნახევარში მოხდა. ზოგი ამბობს, რომ შეკვეთილი მკვლელობააო. ზუსტად არ ვიცით რა მოხდა. რა ფულზე დაობდნენ,  რა ბიზნესი აქვთ,  არ ვიცით“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

პოლიციამ კი მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის 109-ემუხლით დაიწყო.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×