ელზა პაპოშვილი
08.03.2023

იყო თუ არა სასულიერო პირზე თავდასხმაში ბრალდებული შეურცხად მდგომარეობაში? - მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასაულიერო პირს, ცოტნე თვარაძეს გიორგი ბედიაშვილი თავს უკნიდან დაესხა. სამი ჭრილობა ზურგის, ხოლო ერთი, ხელის არეში მიაყენა და მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა კი თან წაიღო. ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაკავებულს ფისიქიკური პრობლემები აქვს და ის მომხდარს ვერ ათვითცნობიერებდა. 

გამოძიებას კი ბრალდებულის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება მოიპოვა. მათ შორის არის დაკავებულის მამის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ უკვე რამდენიმე თვეა რაც მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მამა ამბობს, რომ დაკავებულ გიორგი ბადიაშვილს 2023 წლიდან  ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის დღემდე მკურნალობის კურსს გადის. მომხდარს  სწორედ ამ ჯამრთელობის პრობლემებს უკავშირებს.   

იყო თუ არა შერაცხადი დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული - ამას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება. გარდა ამისა, საქმის მასალებში, სავარაუდოდ უკვე დევს კამერების ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს მიმალვას სასულიერო პირის დაჭრის შემდეგ დამნაშავე. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც. 

მამაოს მრევლი კი მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობენ, რომ ახალგაზდა კაცი სასულიერო პირს, სავარაუდოდ, დილით ჩაუსაფრდა, როცა ეკლესიაში მამაოს მეტი არავინ იყო. გიორგი ბედიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე, ტაძართან ახლოს ერთ-ერთ საწყობში მუშაობდა. სასულიერო პირის დაჭრის შემდეგ ის რამდენიმე საათში დააკავეს. 

„არანაირი შეხება ან კონფლიქტი მამაოსთან არ ჰქონია. როგორც ვიცი არც კი იცნობდა ასე კარგად. ამიტომ საუბარი, რა გახდა ამ თავდასხმის მიზეზი ზუსტად არ ვიცით. მამაოს მაშინ ჩაუსაფრდა, როცა ის ეკლესიაში მივიდა. სანამ დილის ლოცვა დაიწყებოდა და ხალხი მოგორვდებოდა, მან ამით ისარგებლა. მარტო მყოფ მამაოს თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენა. ძალიან მძიმე მდგომარეობში იპოვა მრევლმა.  აქვე ეკელსიასთან საწყობთან ახლოს მუშაობდა. თავად მამაო თუ იცნობდა არ ვიცით. ჩვენ ყოველშემთხვევაში ეკლესიაში არ გვინახავს“, - ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დაჭრილი მამაოს  მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სასულიერო პირი ისევ კლინიკაში რჩება.დაზარალებულ მღვდელს გამომძიებლები სავარაუდოდ კლინიკაში უახლოეს პერიოდში გამოკითხავენ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის საქმის განხილვა კი, 26 აპრილს დაიწყებს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×