ელზა პაპოშვილი
18.03.2023

საკვებით გამოწვეული ასფიქსია თუ ძალადობა - რა გახდა რეალურად  დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის სიკვდილის მიზეზი? ახლა ყველა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება, რომელმაც გამოძიებას შესაძლოა მიმართლება საერთოდ შეუცვალოს. 12 წლის ანა იანუ-შაიტიტეს ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 109-ე  მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყება ახლა კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს - სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენით გამოწვეულ ასფიქსია.

მეზობელთა ნაწილი ეთანხმება ვარაუდს, რომ გოგონას შესაძლოა ქუჩაში ჩამისას საკვები გადაცდა და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მეორე ნაწილითვის კი ეს არადამაჯერებელია და შესაბამისი არგუმენტებიც აქვთ.

მოზარდის ცხედარი 5 საათიანი ძებნის შემდეგ, სახლთან ახლოს ბუჩქებში იპოვეს. მეზობლები თავდპირველად მკვლელობის შესაძლო ვერსიაზე საუბრობდნენ, თუმცა ახლა ამბობენ, რომ შესაძლოა გოგონას გარდაცვალება ყელში მშრალი საკვების გადაცდენამ გამოიწვია. 

გარდა ამისა, ჯერჯერობით უცნობია იპოვეს თუ არა ბავშვის ტელეფონი, რომელზეც ადგილობრივები ამბობდნენ, რომ დაკარგული იყო. ასევე ჩნდება კითხვაა, რატომ წამოვიდა გოგონა ამ გზით და რატომ არ უხმო ვინმეს დასახმარებლად. 

ადგილობრივებს ვერსია აქვთ, რომ გოგონამ მაღაზიაში ჩიპსები იყიდა, ხოლო ჭამით ზუსტად ამ გზაზე გამოიარა. მას ყელში საკვები მოულოდნელად გადასცდა და გულის ასარევად ბუქებში გაიქცა. 

სიმართლის დადგენას ისიც ართულებს, რომ გოგონა მარტო იყო და შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს. ანას ნათესავმა ის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა და უცნობია ჰქონდა თუ არა კიდევ ვინმესთან ბავშვს კომუნიკაცია მათი დაშორების შემდეგ. 

სამართალდამცველებმა ახლომდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, აიღეს ნიმუშები და დაწყებულია მოწმეების გამოკითხვა. პოლიცია გოგონას მარშუტსა და ყველა სხვა დეტალს სწავლობს, რათა გარდაცვალების რეალური მიზეზი გაირკვეს. 

„ძალინ რთულია წინასწარ რამეზე საუბარი, მაგრამ ყველა სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს. ზოგი ამბობს, რომ ძალადობის კვალი არ ეტყობოდა და ყელზე სიწითლე სავარაუდოდ იმის ბრალი უნდა იყოს, რომ ხელს თავად იკიდებდა, რადგან რაღაც გადასცდა და იხრჩობოდა. ამბობენ, რომ მაღაზიაში ჩიპსები უყიდია, შესაძლოა ყელშიც გადასცდა. ყველაფერი დასაშვებია. 

„ბავშვი გაგუდულიაო - ექიმები ამბობდნენ. შესაძლოა ამ მოფარებულ ადაგილას იმიტომ აღმოჩნდა, რომ გულის არევასა ცდილობდა. იფიქრა არავინ დამინახოსო. არ ვიცით, არც ძალადობა არაა გამორიცხული, მაგრამ ალბათ ყველაფერს გამოძიება და ექსპერტიზის პასუხი დაადგენს“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ გოგონაზე ძალადობა ასეთ დასახლებულ უბანში ისე, რომ ვერავის შეემჩნია, გამორიცხულია. მათი აზრით, ბავშვი უბრალოდ საკვები გადაცდა და დაიხრჩო.   

„აქ არაა ისეთი უბანი, რომ რაღაცა მოხდეს და ვერავინ გაიგოს. სულ განათებულია გარშემო და ვიღაცა რაღაცას მაინც დაინახავდა. ალბათ პოლიცია ბავშვის გადაადგილების მარშუტით ბევრ რამეს გაიგებს. ასევე მისი ტელეფონით არ ვიცით იპოვეს თუ არა. სად მოძრაობდა და როგორ - მაგასაც დიდი  მნიშვნელობა აქვს. ბავშვი თუ იქ მიიყვანეს მერე, ეს მოძრაობა ხომ სადღაცას უნდა გამოჩნდეს. აქ სულ კამერებია და ასე ჰაერიდან ხომ არავინ მოფრინდებოდა. ძალიან ბუნდოვანია ბევრი რამ, რაშიც გამოძიებამ სიცხადე უნდა შეიტანოს“, - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.  

საკვების გადაცდენით გამოწვეული ასფიქსიით გარდაცვალების ვერსიას გამორიცხავენ საქმის ოქროს მოწმეები. საუბარია ადამიანებზე, ვინც გვიან ღამით 12 წლის მოზარდის ცხედარი მიტოვებულ სკვერში პოლიციაზე ადრე იპოვეს. ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ მოზარდის  ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.     

„კორპუსებს მიმდებარედ არის ეს ტერიტორია. არ არის განათება. სამწუხაროდ, არც კამერები შემიმჩნევია. მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლად ბავშვი იქ არ მივიდოდა. 

‘ბავშვს აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები და, შესაძლოა, ძალადობის კვალიც. ტანისამოსზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იყო გარკვეულწილად შელახული. 

„ჩვენ გვყავს შვილები, ბევრი ბავშვი ცხოვრობს აქ და ყველას გვაქვს ერთიანი განცდა, რომ ჩვენი შვილები არიან დაუცველები. ამიტომ აუცილებელია საზოგადოებამაც და ოჯახმა მითუმეტეს, ზუსტი ინფორმცაი იცოდეს, თუ რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. 

„თუ მან თავი ცუდად იგრძნო, რატომ ისევ ან მაღაზიისკენ არ გაიქცა, ან ვინმეს დახმარება არ სთოხვა?! ასე ცუდად გახდა და ამ მიყრუეებულ ტერტორიაზე, სადაც სიბნელეა, იქ გაიქცა?! ცოტა არალოგგიკურია“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×