ელზა პაპოშვილი
03.04.2023

ტრაგედია იმერეთში - მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯაში, დაჭრილის დის სახლთან მოხდა.

დანაშაულს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მათი თქმით, 50 წლამდე ასაკის ვალერი გაბუნია ქალს შერიგებას სთხოვდა, უარის გამო კი, ის ჯერ ყოფილ მეუღლეს გაუსწორდა, შემდეგ კი ჩათვალა, რომ ქალი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაჭრილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.   

მეზობლები მოხმდარის დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ კაცი ცოლის შერიგებას ცდილობდა, რაზეც მისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ კი ქალს, სავარაუდოდ, 12-მდე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მას ეგონა, რომ ცოლი მოკლა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. წყვილს ორი არასრუწლოვანი ჰყავთ. 

„დაუნახავთ, კაცი ყოფილ ცოლს ეჩხუბებოდა და შერიგებას სთხოვდა, მერე უცებ დანა ამოუღია და 12-ჯერ დაურტყია, ამის შემდეგ ეგონა, რომ ცოლი მოკლა და თვითონაც თავი მოიკლა. ეს ქალი ქმართან ნაჩხუბარი იყო და ბანოჯაში დასთან იყო,"-  ამბობს მეზობელი.  

ერთ-ერთი მეზობელი კი ყვება, რომ ქმარსა და ცოლს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალისთვის დასმული მძიმე დიაგნოზი ტყუილი აღმოჩნდა. ქმარმა ცოლი სამკურნალოდ საფრანგეთში წაიყვანა, თუმცა, პასუხი დადებითი არ აღმოჩნდა და ქალს დაავადება არ დაუდასტურდა. სწორედ უკან სამშობლოში დაბრუნებულ წყვილს ურთიერთობა აერიათ. რის გამოც ქალი საცხოვრებლად დასთან გადავიდა.   

„ძალიან კარგი წყვილი იყო. რთულია იმაზე სუაბარი ორ ადამიანს შორის რა ხდება. გარეთ  ძალიან მშვიდი და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ბიჭი ოჯახზე იყო თავგადაკლული. არ უნდოდა დაშორება. გოგოს რამდენიმე ხნის წინ საქართველოში ავადმყოფობა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ქმარმა ფული ისესხა, ბანკებში ვალები დაიდო და ცოლი სამკურნალოდ საფრანგეთში წაიყვანა. 

„აღმოჩნდა, რომ პასუხი  დადებითი არ იყო და აქ შეცდომა დაუშვეს. გოგო ჯანმრთელი იყო. უკან დაბრუნებულებს პრობლემები დაეწყოთ. არ ვიცი, ფინანსური პრობლემების გამო დაიწყო კონფიქტი თუ რის გამო. ფაქტია, რაღაცა უსიამოვნება არსებობდა. ამ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა. ბიჭმა თავი მოიკლა და საშინელება ხდება“,-ყვება ერთ-ერთი ახლობელი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×