ელზა პაპოშვილი
07.04.2023

კახეთში არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ორი უმძიმესი ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, კახეთის ერთ სოფელში  50 წლამდე მამაკაცი 15 წლის შვილს, ადგილობრივების თქმით, სისტემატურად აუპატიურებდა. მეორე შემთხვევაში კი 14 წლის გოგნა მამინაცვლის მხრიდან გაუპატიურების მსხვრეპლი არა ერთხელ გახდა. ორივე შემთხვევაში პოლიციამ მოძალადე მამაკაცები დააკავა. 

15 წლის გოგონას შემთხვევაში დანაშაულს თვითმხილველიც ჰყავს - არასრულწლოვანი გოგონა, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ძალადობდა მამა მის დაზე. სოფელში ჰყვებიან, რომ დანაშაულს სისტემატური ხასიათი ჰქონდა და ამბის შესახებ შესაძლოა დედასაც სცოდნოდა. 

საზარელი დანაშაულის შესახებ კი პოლიციას სკოლიდან აცნობეს მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა სკოლაში ამ დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი მოისმინა. როგორც სკოლაში ამბობენ, გოგონაზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა რაღაცა ეჭვები არსებობდა. ამიტომაც მათ ფაქტის გადამოწმების მიზნით პოლიციას აცნობეს. 

„საშინელი ფაქტია, სავარაუდოდ, მამა მასზე სისტემატურად ძალადობდა. ამბობენ, რომ ამ საშინელ ფაქტს მისი უმცროსი და შეესწრო, რომელმაც,  სავარაუდოდ, ამბავი სკოლაში მიიტანა. ვიღაცამ კი მომხდარი დირექტორს უამბო. მან კი პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა. როგორც სკოლაში აბობენ, ის გაკვეთილებს ხშირად აცდენდა. ამბობდა, რომ ამის მიზეზი ავადმყოფობა იყო. თუმცა ეჭვი არსებობს, რომ მამა ბავშვზე ძალადობდა და მას სკოლის გაცდენასაც აიძულებდა. მეზობლებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა პოლიცია მოვიდა და დააკავეს. საზარელი ამბავია და შოკში ვართ“, - ყვებიან ადგილობრივები. 

კახეთში გაუპატიურების კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი გამოვლინდა. ამ შემთხვევაში 14 წლის მოზარდი გოგონა სექსუალურ ძალადობაში მამინაცვალს ადანაშაულებს. სავარაუდო ძალადობის ფაქტი სამართალდამცველებს გოგონას მეგობარმა ბიჭმა შეატყობინა.

დაზარალებული ორი წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მასზე საკუთარ ოჯახში დაბრუნების შემდეგ იძალადეს. მოზარდის დედა ყვება, რომ ქმრის მხრიდან საეჭვო ქმედება მას არასდროს შეუნიშნავს. ფაქტის შესახებ კი თავადაც პოლიციისგან შეიტყო.

დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის ბრალით ორივე მამაკაცი უკვე დაკავებულია. თავად მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს და მკურნალობის კურსები დაუნიშნეს, მათ შორის, ფსიქოლოგიურიც. დაკავებულებს ბრალი უკვე დაუზუსტდათ, აღკვეთ ღონისძიებად კი პატიმრობა განესაზღვრათ. წინასასამართლო სხდომის შემდეგ ორივე საქმე არსებით განხილვაზე გადავა.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×