ელზა პაპოშვილი
11.04.2023

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვარკეთილში მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი ბზობის დღესასწაულის დღეს მკვლელობით დასრულდა.  50 წლამდე მამაკაცმა, მეზობელს, სავარაუდოდ,  ჭრილობები დანით შელაპარაკების შემდეგ მიაყენა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ უბნელებს შორის, რომელბიც კორპუსის ეზოში სვამდნენ, სიტყვერი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. მოჩხუბარი მამაკაცები ადგილობრივებმა გააშველს, თუმცა, მოგვიანებით მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მოკლული ცალკე კორპუსის უკანა მხარეს გაიყვანა და დანით ჭრილობები მიაყენა.   

დაღუპულს ერთი ჭრილობა დანით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდენენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

„ნასვამები იყვნენ,  უბანში სვამდნენ. ორივე ამ უბნის მაცხოვრებელია. ბზობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. მთვრალები სუფრაზე  რაღაცაზე შელაპარაკებულან. კონფლიქტი ასე ყოფით ნიადაგზე დაწყებულა. თავდაპირველად სიტყვიერი კამათი ყოფით ნიადაგზე მოხდა, შემდეგ უკვე ვითარება განიმუხტა, ადგილობრივებმა ისინი გააშველეს. თუმცა, რამდენიმე წუთში ჩხუბი კვლავ გაგრძელდა. 

„მოკლული დამნაშავემ გაიყვანა ტერიტორიიდან სუფრიდან მოშორებით, კორპუსის უკანა მხარეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. მეზობლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანაშაული მოხდა კორპუსთან, სადაც მოკლული მამაკაცი ცხოვრობდა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა ტერიტორია დატოვა, თუმცა, სამართალდამცავებმა ის ცხელ კვალზე  საგამოძიებო მოქმედებების დროს დააკავეს“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×