ელზა პაპოშვილი
11.04.2023

უმძიმესი დანაშაული თბილისში - ფონიჭალაში 31 წლის მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ასაკოვან მამას დანით ყელის და თავის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის სასწარფოს მოსვლამდე საკუთარი სახლის ეზოში დაიღუპა. შვილი კი სახლიდან გაიქცა, თუმცა მისი  დაკავება პოლიციამ რამდენიმე საათში შეძლო. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტი ეზოს გასუფთავების გამო დაიწყო. 

მოკლული გია მენთეშაშვილი შვილს გიორგი მენთეშაშვილს ეზოს გაწმენდას სთოხვდა. ამაზე მამა-შვილი შეკამათდნენ, შვილმა სახლიდან დანა გამოიტანა და მამას სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე ჭრილობა მიაყენა. კონფლიქტის შემწრე მისი მეუღლე და დედა არიან. ასევე სახლში მცირე წლოვანი ბავშვებიც იმყოფებდონენ. 

ჰქონდათ თუ არა მამა-შვილს მანამდე კონფლიქტი, უცნობია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ რთული ურთიერთობა ჰონდათ. არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა.    

„უსაშინლესი ფაქტი მოხდა. ქალების კივილის ხმა გავიგეთ და რომ მივედით, კაცი ეზოში სისხლში იწვა. ყელში ჰქონდა რამდენჯერმე დანა დარტყმული. სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ, თუმცა გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

„კონფლიქტი, როგორც თავად ბიჭის ცოლი და დედა ყვებიან, ეზოს გაწმნედის გამო დაიწყო. მამა შვილს ეუბნებოდა, რომ ეზო გაესუფთავებინა. სავარაუდოდ, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ბიჭმა სახლი მამის მკვლელობის შემდეგ  დატოვა, მაგრამ რამდენიმე საათში დააკავეს. 

„ნამდვილად ჰქონდათ რთული ურთიერთობა, მაგრამ მკვლელობას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. შესაძლაო დანაშაული აფექტის მდგომარეობაშიც ჩაიდინა“, - ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მოკლული 60 წლამდე მამაკაცი ექსპერტიზის შემდეგ სახლში გადაასვენეს. ცნობილია, რომ გარდაცვლილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რამდენიმე ღრმა ჭრილობა აღენიშნება. 

გიორგი მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. 31 წლის მამაკაცი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა საბრალდებო მუხლის გადაკვალიფიცირების მოლოდინი აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. წინასასამართლო სხდომამდე, სავარაუდოდ, ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მათ შორის ფსიქიატრიული. მამის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ 31 წლის გიორგი მენთეშაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×