ელზა პაპოშვილი
13.04.2023

ბაღდათში სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა - ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი, პოლიციამ მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილი 60- წლამდე მამაკაცი დააკავა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ ქუჩური გარჩევა გასესხებული თანხის გამო დაიწყო. სიტყვიერ და ფიზიკურ ანაგრიშსწორებას კი მკვლელობა და დაჭრა მოჰყვა. 

დაკავებულ მამაკაცს ფული ნაცნობ ქალზე ჰქონდა გასესხებული და მისგან ფულის დაბრუნებას ითოხვდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალი მას არ უბრუნებდა, ამის შემდეგ კი საქმის გასარჩევათ მამაკაცთან ქალის მეგობრები მივიდნენ. 

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მათ გვიან საღამოს ყვირლის და გინების ხმა გაიგეს, რასაც შემდეგ  სანადირო თოფიდან გასროლა მოჰყვა. 47 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 21 წლის ბიჭი თვითმხილველებმა დაჭრილი ნახეს.    

„ამ კაცს ფული ჰქონია ნაცნობ ქალზე გასესხებული. სავარაუდოდ,  ამის გამო დაიწყო დაპირისპირება. ქალს ფულის დაბრუნებას სთოხვდა. მან კი დახმარება მეგობრებს სთხოვა. კაცთან საქმის გასარჩევად ორი მამაკაცი მივიდა. მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ  კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არ ვიცით, ამ კაცს სანადირო თოფი თან ჰქონდა თუ მერე გამოიტანა, ორი გასროლის ხმა გავიგეთ. ვიფიქრეთ, რომ ვიღაც ქეიფობდა. თუმცა ხალხის ხმაურის ხმა გავიგეთ და გავედით. ერთი 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ადგილზევე იყო დაღუპული, მეორე 21 წლის ბიჭი კი კონტაქტური იყო და დახმარებას ითხოვდა. ორივესთვის სანადირო თოფიდან უსვრია. კაცი ცხელ კვალზევე დააკავა პოლიციამ. რაც არის, ეს ვიცით მხოლოდ. როგორც ვიცით, პოლიციაში თავად დარეკა და თქვა, რომ ერთი მოკლა, მეორე დაჭრა და ჩაბარება უნდოდა. გაკვირვებულები ვართ, კარგი მუშა კაცია, მეოჯახე, მისგან ასეთი საქციელი ძალიან მოულოდნელია. უთქვამს, თავს ვიცავდიო და რა როგორ მოხდა გაირკვევა ალბათ“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ ეჭვმიტანილი მამაკაცი მონადირეა, შესაძლოა იარაღი თან ამიტომ ჰქონდა და მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. 

„ძალიან რთულია იმის თქმა, რა მოხდა. მხოლოდ 3 ადამიანი იყო ამ ამბის შესმწრე. ხალხი მხოლოდს სროლის ხმაზე გამოვიდა გარეთ. ეს კაცი მონადირეა და ალბათ თოფი თან ამიტომ ჰქონდა. სალაპარაკოდ მისულან, ფულზე ყოფილა დავა. ძალიან გასაკვირია, რომ ამ ზომამდე მივიდა. ერთს თავში ჰქონია ნასროლი და რომ მივედით უკვე გარდაცვლილი, ბიჭი კი მხოლოდ დაჭრილი. თავად ჩაბარდა და შემთხვევის ადგილზევე დახვდა პოლიციას“, - ამბობს ადგილობრივი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×