ელზა პაპოშვილი
25.05.2023

ვაკეში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე პოლიციამ, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პირი 2 საათიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ დააკავა. თავდასხმა 26 წლის ფეხბურთელ გუგა ფირცხალავაზე დღის მეორე ნახევარში  მაშინ მოხდა, როცა ის მეგობრებთან ერთად კაფეში იმყოფებოდა. 

სოცილურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ შედის ხალხით სავსე კაფეში ახალგაზრდა კაცი და დამიზნებით ფეხბურთელის მისმართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. მსხვერპლს ტყვია ხელში ხვდება, ხოლო მეგობრებთან ერთად თავს გაქცევით შველის. კაფეში მყოფი ხალხი კი სხვადასხვა მიმართულებით გარბის. 

ახალგაზრდა ადგილიდან მიიმალა, თუმცა მისი იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ის სახის შენიღბვის გარეშე მოქმედებდა. რაც შეეხება ანგარიშსწორების მოტივს, სავარაუდოდ, დაპირისპირება პირად ურთიერთგარჩევას უკავშირდება. ფეხბურთელის ახლობლები ჯერჯერობით მომხდარის მოტივზე არ საუბრობენ. 

ამ წუთებში, 26 წლის დაჭრილ ყოფილ ფეხბურთელს ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

„უცბად ახალგაზრდა ბიჭი  შავი ტანსაცმლით, გრძელი თმით და ნიღბის გარეშე მოსეშვილის ქუჩაზე  სტრადას გარე სივრცეში შემოვიდა და სამი ახალგაზრდის მიმართულებით სროლა დაიწყო. გასროლას წინ არც ხმაური უძღოდა, არც კონფლიქტი და არაფერი. ასე უსიტყვოდ, უცბად შემოვარდა და  გასროლის შემდეგ  ვაკის პარკის  მიმართულებით გაიქცა. იქ მყოფებს ჰქონდათ განცდა, რომ საპასუხო ცეცხლი გაიხსნებოდა და ამიტომ ყველა  ცდილობდა დამალულიყო.  ერთი ახალგაზრდა ბიჭი იწვა დაბლა და ამბობდა, რომ მხარში იყო დაჭრილი. 7-8 გასროლის  ხმა გავიგეთ. კაფეებში მსხდომი ადამიანები მაგიდების ქვეშ  მალავდნენ შვილებს, ზემოდან კი თავად ეფარებოდნენ, რომ ბავშვები ბრმა ტყვიებისგან დაეცვათ. ადგილზე მალევე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მოვიდა. მანამდე კი პირველდი დახმარება კაფეში მყოფმა ხალხმა გაუწია“, - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×