სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    25.01.2017

     "ტფილისის ვიწრო ქუჩებს არაერთი მოგზაური უნახავს, მაგრამ შინ დაბრუნების დროს, თიქმის ყველას მეტი მოგონება და შთაბეჭდილება რჩება იმ ბნელ ქუჩებიდან, სადაც ქიმმომტვრეული სახლის იაქათაღი ირიბადაა გაწოლილი. იმ ფოლორციდან, სადაც "ყარაჩოღელი ბერანჟუ" მღეროდა, "ქალო ხაბარდიანო, გაქვს და გიხარიანო" და იმ ნარიყალის ძველი ბურჯიდან, რომელიც უამრავ ლეგენდას ინახავს თავის დახავსებულ ნაგრევებში".

    ერთი სიტყვით ეს "აზიატსკი ჩასტ ტიფლისი" უფრო მეტ მასალას აძლევთ მათ მემუარებს, ვიდრე გაევროპელებული ფართო ქუჩები და ქვის თეჯირები. ერთი ამგვარი ესთეტიური მოგზაურობა მეც გავბედე" - წერდა იოსებ გრიშაშვილი, რომლის შემოქმედებაშიც ძველი თბილისის ქუჩები, აბანოები, ორთაჭალის ბაღები, კინტოები და ყარაჩოღელები, ცეცხლანთებული თასებით ლამაზმანებს მუხამბაზს რომ უმღეროდნენ, ჰამქარი თუ ძველთბილისური მზითვის სია, მთელი თავისი ხასიათით და ელფერით რომ ცოცხლდება.

    ერთ სტატიაში გრიშაშვილის თვალით დანახულ ძველ თბილისს ვერ ჩავატევთ, მაგრამ როგორც თავად იტყოდა, "მე მხოლოდ მინდა დავიწყების სუდარა მოვაცილო, იმ ადამიანებს", რომლებიც თბილისის კოლორიტს ქმნიდნენ;

    "ყარაჩოღელი ძველი თბილისის ძველი თაობაა. ყარაჩოღელი იმ დროინდელი მოქალაქეა, როცა "ქართლის ცხოვრების" სიტყვით: "ქალაქი ტფილისი ჯერ არა სრულად შემოყვანებულიყო უღელსა ქვეშე მორჩილებისას". ხშირად კინტოსა და ყარაჩოღელს ერთმანეთში ურევენ, კინტო და ყარაჩოღელი სხვა და სხვა ჯურის ხალხია. კინტო უკანასკნელი დროის მცხოვრებია, გაქსუებული, დაღლარა. ყარაჩოღელი დარბაისელია, ჩასპანდი, გულმართალი, პატიოსანი რაინდი. მხარბეჭიანი, ბრგე და პირბუდაღი.

    ყარაჩოღელი და კინტო ჩაცმულობითაც განსხვავდებიან. ყარაჩოღელი ნიშნავს შავჩოხიანს, ყარაჩოღელს აცვია შავი შალის ჩოხა. გრძელ კალთებიანი, მოკლე ნაოჭებიანი და ორ ჩაქიანი. ჩოხის ნაპირზე მოვლებულია ბუზმენტის ბრტყელი ჩაფარიში. შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის დოშლუღი- გულმოჭრილი პერანგი, ზედ შავი ატლასის წითელ ნაოჭებიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი, განსაკუთრებით ქობანი შავი შალისგან იკერებოდა. თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი. შარვლის ფართო ტოტები შიგნიდან ჰქონდათ ჩამაგრებული საცვეთების ჩარჩუბაღებში. მათი სამკაული იყო ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში მწვანე ბაღდადი. "გოლიბანდის" ქუდი, წელში - ვერცლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის ქისა წეკოთი.

    კინტო კი შექმნილია ბაზრის წიაღში, გაზრდილი ქუჩებსა და სამორინეში. კმაყოფილდება ორგროშიანი მოგებით, რომელსაც ყომარბაზებში აგებს. კინტოს აცვია ჩითის პერანგი - წინწკალშემოყრილი და მაღალყელიანი, აცვია ლასტიკის განიერი შარვალი, თავზე ქეჩის ქუდი, ან "კიზიროკიანი შლაპკა". ფეხზე უქუსლო ჩუსტები. გულზე საათი ძეწკვით, წელზე აბრეშუმის სარტყელი ან ვერცხლის ვიწრო ქამარი, ქამარში უბრალო ხელსახოცი.

    აყარაჩოღელის ხმა ტკბილია და შთამბეჭდავი, კინტოს ხმა, ხრინწ მოკიდებული და ხმელი. ყარაჩოღელის მიხვრა-მოხვრა მტკიცე; კინტოსი - ოკრობოკრო. ყარაჩოღელი თვით ქმნის სიტყვის შედევრებს, კინტო ამ სიტყვებსაც ამახინჯებს. ყარაჩოღელის მუსიკა დუდუკია; კინტოსი - არღანი. ყარაჩოღელების სასმისი იყო ჩინური ჯამი, თიხის ფიალა, აზარფეში. კინტომ არც კი იცის ამ ჭურჭლის სახელები და უცხოელი ბოჰემისტების მიბაძვით ღვინოს ქალის ტუფლიდან სვამს.

    ტფილისში ნელ-ნელა იჭრებოდა ცივილიზაცია. ტფილისი ევროპელდებოდა. იცვლებოდა ტფილისი და ამასთანავე, ისპობოდა და ითქვიფებოდა ყარაჩოღელთა ჯილაგიც" - ასე ახასიათებს იოსებ გრიშაშვილი ყარაჩოღელებს და კინტოებს თავის "ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    იოსებ სტალინი   (24.07.2017)
    ჩემგან რა გინდა შე მამამოტყნულო?

    გიორგი ხეცაძე   (24.07.2017)
    თქვენი დედის მუტელი მოვტყან და ცალკე იოსებ გრიშაშვილის დამეხიეთ იოსებ სტალინზე ჰაჰაჰა


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved