სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    17.05.2017

     ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. კანონპროექტის თანახმად, პირველ დარღვევაზე გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში მეორედ ხმაურის გადამეტებისთვის ფიზიკური პირი 150, ხოლო, იურიდიული პირი - 500 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ხმაურმზომი ხელსაწყოების შესაძენად საჭირო დაახლოებით 100 000 ლარი იქნება.

    საქართველოში რომ ხმაურის ნორმების გადაჭარბება მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს დაფიქსირდა ხმაურით შეწუხებული მოსახლეობის მიერ საპატრულო პოლიციის 6 539 გამოძახება. აქედან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ივლისი-აგვისტოს თვეებში დაფიქსირდა - 2 155.

    კანონპროექტის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუციით, ეკონომიკური და სოციალური უფლებების საერთაშორისო პრაქტით აღიარებული ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და გააჩნდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტი.

    ამას გარდა, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის დირექტივა. მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ, 2009 წელს მიიღო ღამის ხმაურის პრობლემებთან დაკავშირებული წესები.

    დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბელი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში, ხმაურის დონედ, განსაზღვრულია 55 დეციბელი.

    პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის 07.00 საათიდან, საღამოს 23.00 საათამდე და ღამის საათებში 23.00-დან 07.00 საათამდე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ითვალისწინებს.

    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირების გაფრთხილებას ითვალისწინებს. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით.

    "ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირისას - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას - 1 000 ლარის ოდენობით."

    ასევე, კანონპროექტის გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები. საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2018 წლის 1-ლი აპრილიდან ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტის ავტორები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი ბერაია, სალომე ზურაბიშვილი არიან, კანონპროექტის ინიციატორი კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter