სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    11.01.2018

     თუ აქამდე ერთი და იმავე ადამიანის სამედიცინო დაფინანსება მერიისა და გამგეობების ბიუჯეტიდან ერთდროულად ხდებოდა, მომავალში ასე აღარ იქნება. როგორც ირკვევა, 1000-ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს გამგეობა დააფინანსებს, ხოლო 1000 ლარის ზევით - თბილისის მერია. გარდა ამისა, გარკვეული კატეგორიის ოჯახებზე დაფინანსების გაცემას სპეციალური შესწავლა დასჭირდება.

    დაფინანსების ახალ წესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორუფციის რისკის აღმოფხვრით ხსნის. ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი კი აღნიშნავს, რომ, წესის მიხედვით, განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები, ინდივიდუალური შემთხვევების დაფინანსება და გაიმიჯნა დაფინანსება გამგეობებსა და მერიას შორის თანხის მოცულობის მიხედვით, რაც გამორიცხავს ბენეფიციარის დაფინანსების დუბლირებას.

    "როგორც ცნობილია, გამგეობები აფინანსებენ ე.წ სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებს და მედიკამენტებს. დღეს დამტკიცდა წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი სამედიცინო მანიპულაციების დაფინანსება. კერძოდ, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები. ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათზე რეალურად დაფინანსება განხორციელდება უკვე პრიორიტეტულად და გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ ჯგუფებისა, დაფინანსება გაგრძელდება ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც შეიძლება არ შედიოდეს პრიორიტეტულ ჯგუფებში, მაგრამ დროში შეიძლება სჭირდებოდეს მათ. ასეთ ოჯახებზეც, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური შესწავლა განხორციელდება უშუალოდ გამგეობების მხრიდან და ამ შესწავლის შედეგად მიღებული შედეგებით მოხდება დაფინანსება. დაფინანსების შკალები არის განსაზღვრული, რომლითაც სხვადასხვა პროცენტით დაფინანსდება სხვადასხვა მანიპულაციები საყოველთაო დაზღვევის ტარიფების გათვალისწინებით," - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

    მისივე თქმით, ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხა არ შეცვლილა, მაგრამ დუბლირებული დაფინანსება, რომელიც აქამდე იყო, აღარ იქნება.

    "საყოველთაო ტარიფის გარდა, ასევე ხდებოდა ე.წ კომერციული ტარიფით დაფინანსებაც, როდესაც კერძო სამედიცინო კლინიკები ახორციელებდნენ ანგარიშფაქტურების წარმოდგენას, ვინაიდან არის განსხვავება საყოველთაო დაზღვევის ტარიფსა და კლინიკების ანგარიშფაქტურების ფასებს შორის. სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ საყოველთაო დაზღვევის ტარიფის მიხედვით განხორციელდება უკვე მომსახურების დაფინანსება," - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter