სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    11.01.2018

     სპეციალისტები გრიპის ვირუსის გააქტიურებას იანვრის ბოლოდან ელოდებიან. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, დღეს ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის მსგავსი რინოვირუსი, ასევე, ე.წ. რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ, ზოგადად, გრიპის ვირუსს მაღალი ტემპერატურა და სისუსტე ახასიათებს, რაც მას გაციების ტიპის ვირუსისგან გამოარჩევს.

    გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით ჩვენთან გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად არ დადასტურებულა და ის, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გამოჩნდება, ამიტომ პრევენციისთვის მოსახლეობას სამი რეკომენდაციით მიმართავს: დროული აცრა, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში სახლში დარჩენა, ექიმის რჩევის შესაბამისად მკურნალობა.

    "პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დროული აცრა, მეორე რეკომენდაციაა - "არ გადასდო სხვას", ანუ თუ გაქვთ გრიპოზული სიმპტომები, ეცადეთ, რომ სახლში იყოთ, მით უმეტეს, თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ. მესამე პუნქტია დროულად მკურნალობა. თუ გაგიჩნდებათ გრიპის სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, სახსრების, თავის, ყელის ტკივილი, ხველა და ა.შ. დაუკავშირდით ექიმს," - ამბობს ამირან გამყრელიძე.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, პრევენციისთვის ასევე მნიშვნელოვანია სახლებისა და სამუშაო ადგილების ხშირად განიავება, ხელების ხშირად დაბანა და ა.შ. ამასთან, ექიმები რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს: ორსულებს, ხანდაზმულებსა და მცირეწლოვნებს ურჩევენ, რომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved