სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    16.05.2018

     საქართველოს კლინიკების ასოციაცია ითხოვს, რომ ექიმის მიერ ჩადენილი შეცდომის ან დანაშაულის მედიით გავრცელება აიკრძალოს, ასევე აიკრძალოს პაციენტის ახლობლების მიერ სამედიცინო კლინიკების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვაც და მედიაც, ჟურნალისტიც და პაციენტის ახლობელიც 1000 ლარით დაჯარიმდეს, გამეორების შემთხვევაში კი - 2000 ლარით.

    ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მიუღებელია ცილისწამება და სათაურები "ყველა ექიმი მკვლელია!", თუმცა ის არ ემხრობა, რომ ახალი რეგულაცია იყოს მიღებული. ჟურნალისტები ამას ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებენ.

    კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მას ჯანდაცვის კომიტეტშიც ალბათ, მალე განიხილავენ.

    საქართველოს კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ "მასმედიის საშუალებით, ბოლო პერიოდში იმატა ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანაშაულობის პრეზუმპციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას იწვევს. მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას".

    გახშირებული ცილისწამების მოტივით ასოციაცია "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

    პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის ან შეცდომის, ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ადმინისტრაციულად დასჯადი გახდეს.

    პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მასმედიის საშუალების ან/და მასმედიის წარმომადგენლის ან/და სუბიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამავე დროს დაეკისრება ვალდებულება, მასმედიის იმავე საშუალებით უარყოს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია. იმავე ქმედების ჩადენის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.

    ანალოგიური ფულადი სანქცია იქნება გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის ან დაწესებულებაში ძალით შეჭრის შემთხვევაშიც. კერძოდ, მსგავსი ქმედება პირთა 1000 ლარით; განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სამედიცინო საქმიანობისას პაციენტის ან სხვა პირის მიერ ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

    აკაკი ზოიძე ამბობს, რომ კანონპროექტითგანხილვა მოხდება, ოღონდ როდის,არ იცის. მისი თქმით, ექიმი,ექთანი ადამიანია, რობოტი არარის და საუკეთესო ცოდნისა და პრაქტიკისპირობებშიც შესაძლებელია, შეცდომა მოხდეს, მსოფლიოს საუკეთესო ჯანდაცვის სისტემაშიც ხდებამსგავსი რამ დაამიტომ შეცდომების გამო სამედიცინო პერსონალის დემონიზება არ უნდა ხდებოდეს. თუმცა, ამის მიუხედავად, დამატებითი რეგულაციის დაწესებას არ ემხრობა.

    "ეს თვითრეგულაციის თემა უნდა იყოს, ჟურნალისტების ეთიკის კოდექსის ამბავია. ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი", - ამბობს ზოიძე.

    ის ამბობს, რომ მედიაში გარკვეული თვითცენზურა უნდა არსებობდეს.

    "თვითცენზურა უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების თუ ობიექტური გაშუქების საფუძველზე მოხდეს რეპუტაციის ეჭვქვეშ დაყენება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უხეშად რომ ვთქვათ, ექიმის "გაშავება" თვით მოქალაქეს უბრუნდება უკან. დამერწმუნეთ, როდესაც თქვენ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და წამიერი გადაწყვეტილებაა მისაღები, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ექიმი არის შეშინებული და თავს ზედმეტად იზღვევს, მან შეიძლება, თქვენი ჯანმრთელობა ან სიცოცხლე ვერ გადაარჩინოს. ასე რომ, ამის დაბალანსებული გაშუქებაა საჭირო, მაგრამ არ ვემხრობი ამის დაკანონებას რეგულაციით. როცა ბეჭდავთ ექიმის გამო განაწყენებულ ადამიანის ბრალდებებს, ასევე უნდა დაბეჭდოთ მეორე მხარე. და არ უნდა დაწეროთ სტატია სათაურით: "ექიმი ყველა მკვლელია!". მსგავსი სათაური არ გინახავთ? მე ძალიან ხშირად მინახავს და პრობლემა არის ეს", - ამბობს ზოიძე.

    მისი თქმით, არც სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვისთვის დამატებითი სანქციის შემოღება არ არის საჭირო.

    "ზოგადად, გარკვეულ დაწესებულებებში ანალოგიური თემები შეზღუდულია, ანუ თუ ხელი ეშლება ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გადარჩენის პროცესს, მაგრამ ეს უნდა დასაბუთდეს, რატომ ეშლება ხელი ამ პროცესს," - დასძენს ზოიძე.

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ დღესაც არის შესაძლებლობა, ადამიანმა ცილისწამების გამო იჩივლოს ან ეთიკის ქარტიას მიმართოს, ახალი რეგულაციების დაწესება კი ცენზურის მოთხოვნაა.

    "ეს კანონპროექტი არ მინახავს, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ცილისწამება სამოქალაქო წესით დღესაც შეიძლება, სასამართლოში იყოს განხილული. ანუ მოქალაქეს, მათ შორის - ექიმს, ვინც ფიქრობს, რომ მათ შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა და ცილისწამებას ჰქონდა ადგილი, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს და იდავოს. შინაარსს რაც შეეხება, თუკი რომელიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და დარღვეული იყო ეთიკის ნორმები, ექიმებს შეუძლიათ, მიმართონ თვითრეგულირების ორგანოს, როგორიცაა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ასევე - მაუწყებლობებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმებს. სხვა შემთხვევაში, ცენზურას ითხოვენ?!" - ამბობს ძველიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved