სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    04.07.2018

     თბილისში, გუშინ ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, ძლიერი სიცხე 6 ივლისამდე შენარჩუნდება. როგორც სინოპტიკოსები აანონსებენ, გასულ წლებთან შედარებით, წლევანდელი ზაფხული ყველაზე ცხელი იქნება.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ "რეზონანსს" განუცხადა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა კლებას იწყებს, რომელიც 8 ივლისამდე შენარჩუნდება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ტემპერატურა კლებას 7 ივლისამდე განაგრძობს.

    "ტემპერატურა კლებას იწყებს. აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 31-33 გრადუსი ფიქსირდება დაბლობსა და სანაპირო რაიონებში. მთიან რაიონებს რაც შეეხება, 34-36 გრადუსია. ტემპერატურის კლება 8 ივლისამდე შენარჩუნდება. უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია 6 ივლისის ჩათვლით ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

    "დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია, 30 გრადუსს ქვემოთ დაფიქსირდეს და ეს იყოს ყველაზე დაბალი ტემპერატურა ივლისის თვეში, დაახლოებით 28-29 გრადუსი 7 ივლისის ჩათვლით," - განაცხადა მან.

    რაც შეეხება თბილისს, მისი თქმით, აღმოსალეთსა და დასავლეთში შედარებით გრილი და ნოტიო ტემპერატურის გამო, ტემპერატურის კლებას 7-8 ივლისს უნდა ველოდოთ და 39 გრადუსიდან 33-34 გრადუსამდე დაიკლოს.

    მისი თქმით, თბილისში 9 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს. 2000 წლის 1-2 ივლისის შემდეგ, როდესაც ტემპერატურამ თითქმის 40 გრადუსს მიაღწია, დღეს პირველად ფიქსირდება 39 გრადუსი.

    "შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერი აღმოსავლეთზე და ასევე, დედაქალაქზეც იმოქმედებს. 7-8 ივლისს არამდგრადი ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, რისი ალბათობაც დაახლოებით 60%-ია. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ეს 6 და 7 ივლისის ღამეს არის მოსალოდნელი.

    "კლება დაიწყება 5 ივლისიდან, მაგრამ მგრძნობელობა რასაც ჰქვია, ადამიანი ტემპერატურის კლებას იგრძნობს აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის, თბილისში 7 და 8 ივლისს, როდესაც მაქსიმალური ტემპერატურა შეიძლება 39 გრადუსიდან 33-34 გრადუსამდე დაიკლოს. 9 ივლისიდან კი ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.

    "ტემპერატურის რეკორდი და ცხელი წელი, ცალკეულ წლებსა და ცალკეულ რეგიონებში, ცხელი ივლისი იყო 2002 წელს, როდესაც მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, ფოთსა და სამტრედიაში 45 გრადუსი იყო და ასეთი ტემპერატურა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

    "2000 წელს მაქსიმალური ტემპერატურა 39,9 გრადუსი დაფიქსირდა თბილისის დიღმის ტერიტორიაზე, დაახლოებით 40 გრადუსი, რომელიც დაფიქსირდა 1-2 ივლისს და დღეს 1 გრადუსით ნაკლები გვექნება, 39 გრადუსი. ამაზე დიდი ტემპერატურა ახლა არ პროგნოზირდება და 13 ივლისამდე 39 გრადუსსაც არ მიაღწევს ტემპერატურა," - განაცხადა დოდო გვაზავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved