სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    01.10.2018

     "მთელი საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და დაღუპვისათვის. ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო - სულ მას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე - აი, ეს არ დავკარგო, აი, ეს არ წახდეს-მეთქი. ვცდილობდი, ყველაფერი აღმეწერა, გადმომეღო, ჩამეხატა", - წერდა ექვითმე თაყაიშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ პეტერბურგში სწავლის დროს მიზნად დაისახა ქართველ სიძველეებზე ზრუნვა.

    მართლაც განუზომელია მისი ღვაწლი ქართული ეკლესია-მონასტრების სიძველეების გადარჩენაში. რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლით, მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გავიხსენებთ.

    1889 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ინციციატივით მოეწყო პირველი ექსპედიცია მცხეთაში. ექსპედიციის წევრებს სვეტიცხოვლის ერთ დროს მდიდარი ბიბლიოთეკა გაძარცვული დახვდათ, მაგრამ სამთავროს, შიომღვიმის, ჯვრის მონასტრებში დაცულ ხელნაწერებს მაინც მოუყარეს თავი. ასევე, მოსახლეობაში შეაგროვეს ძვირფასი სიგელ-გუჯრები და მცხეთიდან 58 ხელნაწერი და 50 სიგელ-გუჯარი ჩამოიტანეს.

    1907 წელს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილმა მოწინავე ქართველები შემოიკრიბა, მათ შორის სამღვდელოება. საზოგადოების დამფუძნებლებს შორის იყვნენ ამბროსი ხელაია და კალისტრატე ცინცაძე. მის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული კირიონ მეორე, რომელმაც ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების მდიდარი კოლექცია გადასცა. 1912-1917 წლებში კი სწორედ ექვთიმეს ინიციატივით 73 ფრესკის პირი იქნა გადაღებული.

    როგორც ისტორიკოსი ელდარ ბაბუნაშვილი თავის ერთ-ერთ სტატიაში წერს, ექვთიმეს გულს უკლავდა დანგრევის პირას მისული მონასტრების მდგომარეობა. მან პრესის ფურცლებიდანაც მიმართა ქართველ ერს, რომ მე-6 საუკუნის ჯვრის მონასტერს განადგურება ემუქრებოდა: "მომავალი თაობა არ გვაპატიებს, თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრევა და დიდმა თუ პატარამ ყველამ წვლილი გამოვიღოთ."

    ქართული ეკლესიის დაცვის თაობაზე ექვთიმე თაყაიშვილმა არერთხელ მიმართა საქართველოს მთავრობასაც. 1919 წელს მთავრობის სხდომაზე ნოე ჟორდანია მოხსენებითაც გამოვიდა "ეკლესია-მონასტრების დაცვის შესახებ"; კომისიაც შექმნა ეკლესია-მონასტრების ქონების აღსაწერად; ხაზინიდან მიზერული თანხა - 1000 მანეთიც გამოიყო.

    მთავრობის დადგენილებით, კომისიის თავმჯდომარეობა დაევალა ექვთიმე თაყაიშვილს. სწორედ ამ პერიოდში მისი თაოსნობით აღიწერა ქუთაისის, გელათის, მოწამეთას, გეგუთის, ხონის, მარტვილის, რაჭისა და ფოთის ეკლესიების სიძველეები. ორი თვის შემდეგ კი ექსპედიციიდან დაბრუნებულმა ვრცელი მოხსენებით მიმართ მთავრობას, თუ როგორ შეიძლებოდა მოგვარებულიყო ეკლესია-მონასტრების სავალალო მდგომარეობა, პარლამენტის სახელოვნებო კომისიის წინაშე კი მათ შესაკეთებლად ორი მილიონი მანეთის გამოყოფის საკითხიც დასვა.

    მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ უსახსრობის მიზეზით ექვთიმე თაყაიშვილის არც ერთი წინადადება არ გაიზიარა, მან მაინც შეძლო 1920 წელს პირველად მოეწყო ქართული ფრესკებისა და ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების რეპროდუქციების გამოფენა, რომელიც საფუძვლად დაედო 1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ხუროთმოძღვრების ალბომს.

    ამ ალბომის გამოცემას მისი შემდგენელი ექვთიმე თაყაიშვილი ვერ დაესწრო, იმ დროს იგი სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში, იმყოფებოდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved