სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    01.05.2019

     როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ პირველი რესპუბლიკის სამთავრობო კომისიაში (1918-1921 წწ) მუშაობდნენ ივანე ჯავახიშვილი და პავლე ინგოროყვა. მათ ფასდაუდებელი შრომა გასწიეს ამ საქმეში, მაგრამ, საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, სერგო ორჯონიკიძემ საზღვარი საქართველოს საზიანოდ შეცვალა. იმასაც ამბობენ, სერგო ორჯონიკიძემ პავლე ინგოროყვას შეუთვალა, გაჩერდეს, თორემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ორთაჭალამდე გავდებო.

    გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საბჭოთა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ უკანონოდ, ყოველგვარი წესის დარღვევით 1922 წლის 28 იანვარს, ყარაისა და უდაბნოს დიდი ნაწილი, სპეციალური დადგენილებით, როგორც საძოვრები და არა კულტურის ძეგლები, საბჭოთა აზერბაიჯანს გადასცა. ამ "საძოვრებში" აღმოჩნდა ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის, დემეტრე მეორე თავდადებულისა და ქტიტორთა დიდებული ფრესკები. ლავრა მომთაბარე მწყემსების თავშესაფარი იყო.

    დავითგარეჯის მონასტრის როგორც კულტურის ძეგლის დაცვა საქართველოს ამიერკავკასიის სსრ-ის ფედერაციის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1925 წლის 6 ოქტომბრის დადგენილებით დაევალა. თბილისის მაზრის აღმასკომმა გამოყო შეიარაღებული მცველების საშტატო ერთეულები, მაგრამ რამდენიმე შეტაკება ძეგლის მცველებსა და აზერბაიჯანელ მწყემსებს შორის მაინც მოხდა, რომელთაც სამონასტრო ნაგებობის საქონლის ზამთრის სადგომად გამოყენება უნდოდათ.

    კონფლიქტური სიტუაცია განიხილეს "ზაკრაიკომის" სხდომაზე ფილიპე მახარაძისა და თორდიას მონაწილეობით, რომელმაც კანონონიერად ცნო 1922 წლის ხელშეკრულება "საძოვრების გამოყენების თაობაზე".

    1925 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ-ების მიწათმოქმედების კომისრების, გეგეჭკორისა და ბუნიათ-ზადეს საქმიანი შეხვედრა სიღნაღისა და ზაქათალის მაზრების ("უეზდების") საზღვრების სადავო მონაკვეთის თაობაზე. ამ შეხვედრაზეც გადაწყდა, რომ გარეჯის მიმდებარე საძოვრები "შრომითი გამოყენების პრინციპით" მიემაგრათ აზერბაიჯანისთვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×