სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გარდაცვლილი 4 წლის ნონა ზალინაშვილის 5 წლის ძმა ძალადობაში დედის შემდეგ, მამინაცვალსაც ადანაშაულებს
    ელზა პაპოშვილი
    11.06.2019

     არასრულწლოვნებზე ძალადობის მორიგი შემთხვევა იმავე ოჯახში, სადაც ერთი ბავშვი სავარაუდოდ, უკვე შეეწირა ფიზიკურ ძალადობას. ხოლო გარდაცვლილი გოგონას დედა შვილზე ძალადობის ბრალდეებით უკვე დაკავებულია. ამჯერად სამართალდამცველებმა გარდაცვლილი 4 წლის ნონო ზალინაშვილის მამინაცვალი დააკავეს.

    ირკვევა, რომ არკადი ძავაშვილი ფიზიკურად ძალადობდა შვილებზე, რომლებიც ახლა მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. ძიება სწორედ ბავშვების ინფორმაციის საფუძველზეა დაწყებული. როგორც ირკვევა, ბავშვმა მამინაცვლის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რომ ის მასზე სისტემატიურად ძალადობდა.

    გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ბრალდებულის დედის განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

    „უთხრეს, რომ შენ ბავშვი გიცემია და ბავშვმა ამის შესახებ თავად მოყვა. ხო, ერთხელ ვცემეო, ვერ გავტეხეო. განა უარყოფს, წამოარტყა ალბათ, ძალიან კი არ სცემდა. ამბობს ხო, განა არ ამბობს. აღიარებს, რომ მსგავსი ფაქტი იყო. არ არის მოძალადე, მაგ ბავშვებს თავად ზრდიდა და მეზობლებმაც კარგად იციან, რომ არ სცემდა. პირიქით, მუშაობდა, რომ ბავშვები შეენახა და არაფერი მოეკლო "-აცხადებს არკადი ძავაშვილის დედა ბაბულია ძავაშვილი „რეზონანსთან".

    მისივე თქმით, მამინაცვალზე ცემის ფაქტი პოლიციელებს ბავშვმა მოუყვა და უთხრა, რომ მამობილი მასზე ძალადობდა. არკადი ძამისაშვილი დედის ინფრომაციით, დაკითხვაზე დაიბარეს, აღიარების შემდეგ კი ის პოლიციის შენობაშივე დააკავეს.

    არასრულწლოვნებზე მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ მეზობლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მედიით გაიგეს.

    ისინი ამბობენ, რომ დედის მხრიდან ძალადობის ფაქტი ბავშვებზე არა ერთხელ გაუგიათ და დაუნახიათ, ხოლო მამაზე ვერაფერს იტყვიან. თუმცა, მეზობლები აცხადებენ, რომ თუ პოლიციამ დააკავა, მაშინ გამოძიებაში ახალი დეტალები გამოიკვეთებოდა.

    5 წლის ბავშვს, რომელზე ძალადობაშიც მამას ადანაშაულებენ, დაზიანებები სხეულზე ეტყობა - ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალური მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ. სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, ბავშვის ოჯახში თანაცხოვრების პერიოდში მოხდა, რადგან 4 წლის ნონო ზალინაშვილის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფომ ბავშვები სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანა.

    „როგორც კი დაფიქსირდა არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტი, ბავშვები მყისიერად გადაყვანილ იყვნენ გადაუდებელ მინდობით აღზრდაში. ჩაუტარდათ ექსპერტიზა და ერთ-ერთზე დადასტურდა ფიზიკური ძალადობის კვალი.

    "ბავშვებთან ჩართულები არიან ფსიქოლოგები, ნევროლოგები და ისინი მუდმივად იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ ეტაპზე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, ეთერ ცხაკაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved