სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    16.06.2019

     „არანარი ზეწოლის, არანაირი ჩაგვრის, ტერორისა და დაჭერების მომხრე არ ვარ, მაგრამ საზოგადოებას თავს ნუ ახვევენ თავისი ცხოვრების წესს და პროპაგანდას ნუ ეწევიან“ - ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ლგბტ თემის წარმომადგენლების მოთხოვნებს, რომლებიც მთავრობის სასახლის წინ გაისმა.

    „16 საუკუნეა, ეს თემა არსებობს საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ეს ხალხი არავის დაუჩაგრავს. არ ვარ მომხრე რაიმე სახის ზეწოლის, ჩაგვრის, ტერორისა და დაჭერების. ყველაფერ ამას ვგმობ, მაგრამ ეს ხალხიც თავს ნუ ახვევს თავისი ცხოვრების წესს სხვებს და ნუ აღიზიანებენ.

    „ცენტრალურ ქუჩებში თუ სკოლების წინ პლაკატებით გამოსვლა დაუშვებელია. ეს არ არის უფლებების დაცვა, ეს არის პროპაგანდა. თანაც, არავინ არის დაზღვეული, ამ დაძაბულ სიტუაციაში მოხდეს პროვოკაცია, საზოგადოების ჯგუფებს შორის დაპირისპირება, რადგან შუბლზე არავის არ აწერია, ვინ ვინ არის. მაგათაც ეს უნდათ - მოისხან წამებულის მანტია.

    „ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, რომ ვითარება არ დაიძაბოს და ხალხი ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს. ეს არის ჩემი პოზიცია,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ გიორგი ოთხმეზურმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×