სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    20.06.2019

     თბილისის მთავარ სავაჭრო გამზირზე, მინის თანამედროვე ვიტრაჟებს მაღაზიების მფლობელები რკინის გისოსებით ანაცვლებენ. მაღაზიის მეპატრონეები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ გაზრდილი კრიმინალის გამო, იძულებულები გახდნენ, რათა უსაფრთხოების დაცვის 90-იან წლებში პოპულარული საშუალება აერჩიათ.

    iPhone+ იმ მაღაზიების ქსელს უერთდება, სადაც რკინის გისოსები უნდა დაამონტაჟონ. მაღაზიის მფლობელი ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ვიტრაჟი მძარცველებმა ჩაამსხვრიეს და 25 წამში მაღაზიიდან 50 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს. მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ ბავშვები ქურდობაში დახელოვნებულები არიან და სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, სანამ ადგილზე პოლიცია მივა, ისინი ძარცვასაც და გაქცევასაც ასწრებენ.

    ბოლო ორი თვის განმავლობაში iPlus-ის ვიტრაჟი უკვე ორჯერ ჩაამსხვრიეს. პირველად მძარცველებმა ტექნიკის მოპარვა ვერ შეძლეს, არასრულწლოვნები ფაქტზე დააკავეს.

    პეკინის გამზირზე ამავე სცენარით ბოლო პერიოდში საიუველირო და ტანსაცმლის მაღაზიები გაძარცვეს. უმეტეს შემთხვევაში, თავდამსხმელები არასრულწლოვნები არიან. მაღაზიების მეპატრონეებს ეჭვი აქვთ, რომ ბავშვების უკან კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება დგას.

    iPlus -ის მაღაზია 19 ივნიის დილის 7 საათისთვის გატეხეს და რეკორდულ დროში გაძარცვეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.

    მაღაზიის თანამშრომელი ირაკლი ჭანკვეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არასრულწლოვნების ძარცვის ძირითადი მეთოდი ქვების სროლა და მინების ჩამსხვრევაა, რის შემდეგაც ადგილის დატოვებას რეკორდულ დროში ასწრებენ. ამიტომაც გადავწყვიტეს, რომ ამ ფორმისთვის მიემართათ და რკინის გისოსები გაეკეთებინათ. სხვა სახის დაცვის მექანიზმი ვეღარ მოიფიქრეს, რადგანაც არასრულწლოვნები ძარცვაში უკვე დახელოვნებულები არიან და სიგნალიზაციაც, რომ ჩაირთოს, სანამ პოლიცია მივა, ისინი რეკორდულ დროში მაღზიის ძარცვას ახერხებენ.

    „ეს ძარცვის პირველი ფაქტი არ არის. ორ თვეში მაღაზიები უკვეს მეორედ გაგვიძარცვეს. იმდენად დახელოვნებულები არიან, რომ სიგნალიზაცია აღარ არის ის საშუალება, რომელიც მათ აფერხებთ. მინებს ქვებით ტეხავენ და რამდენიმე წამში ძარცვავენ.

    "5 ტელეფონი წაიღეს, რომლის ღირებულებაც 50 ათასი ლარია. არ ვიცით სხვა რაღა მოგვეფიქრებინა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ამ მეთოდისთვის მიგვემართა და რკინის გისოსები გაგვეკეთებინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არასრუწლოვნების უკან კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება დგას. სხვაგვარად ბავშვები ასე ორგანიზებულად მოქმედებას ვერ შეძლებდნენ", - აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.

    იგივეს გაკეთებას პეკინზე მდებარე მაღაზიებიც აპირებენ, რადგანაც მათი თქმით, ძარცვის ფაქტები ამ ტერიტორიაზე ყველაზე ხშირია. მეპატრონეები ამბობენ, რომ არასრუწლოვნები ტანსაცმელს, ფეხსაცმელს იპარავენ და ასეთი ფაქტები თითმის ყოველ კვირას ხდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved