სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    31.07.2019

     ჟურნალისტები და მედიასაშუალებები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავენ, წერილში აღნიშნავენ, რომ ბრიფინგებზე და პრესკონფერენციებზე მიწვეულმა ჟურნალისტებმა ხშირად ღონისძიებების თემა არ იციან, მათივე შეფასებით ეს „ცუდი პრაქტიკაა" და ხელისშემშლელია მედიასაშუალებებისთვის.

    წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ მედიასაშუალებებმა უნდა იცოდნენ თუ რა თემაზე იმართება ბრიფინგი და პრესკონფერენცია, რათა მედიასაშუალებამ საკუთარი ტექნიკური რესურსის, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს სურს თუ არა დასწრება და გაშუქება.

    ჟურნალისტი და ყოფილი პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პრესკონფერენციის ან ბრიფინგის თემის გაჟღერება იმ სტრუქტურის ვალია, ვინც ამას აწყობს და ვალდებულია მოახდინოს ჟურნალისტის სრული ინფორმირება.

    „რეზონანსი": თქვენი აზრით, რა მიზეზით არ ატყობინებენ ჟურნალისტებს წინასწარ თუ რა თემაზე იქნება საუბარი ის სამთავრობო უწყებები ან ორგანიზაციები, რომლებიც მართავენ ბრიფინგს ან პრესკონფერენციას?

    ანი მიროტაძე: ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არის ტექნიკური საკითხი, ეს ალბათ კიდევ უკავშირდება თვითონ იმ უწყებებში დასაქმებული პრესსამსახურის წარმომადგენლების არაპროფესიონალიზმს.

    ეს საკითხი - შეგნებულად ხდება თუ არა, ამას გამოვრიცხავ, რადგან როდესაც პრესკონფერეცია იგეგმება და სტრუქტურა აწყობს ამას, ცხადია მის ინტერესშიც შედის პრესკონფერენციის თემის გაჟღერება, ამიტომ, უფრო მგონია, რომ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, ვიდრე თემის სპეციალურად დაფარვასთან.

    რა თქმა უნდა მათი მხრიდან ჟურნალისტის სრული ინფორმირება უნდა ხდებოდეს, ჟურნალისტი უნდა ემზადებოდეს და უფრო მეტი ინფორმაციით წამოვიდეს კონკრეტული ბრიფინგიდან თუ პრესკონფერენციიდან, ეს თავისთავად ასეც უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში ისევე როგორც ბევრ სფროში, ამ სფეროშიც პრობლემებია.

    „რ":როგორ ხდება ეს სხვა ქვეყნებში?

    ა.მ: ვიცი, რომ სხვა ქვეყნებში წინასწარ განსაზღვრულია ის თემები, რაზეც უნდა ისაუბროს ამა თუ იმ პირმა. და ეს განსაზღვრება ალბათ იმასაც უწყობს ხელს. რომ ამ კონკრეტულ სიტუაციისთვის მისულ ჟურნალისტს, მაგალითად, თუ მოუნდება, რომ რესპოდენტთან სხვა თემაზე ჩაწეროს კომენტარი, მას აქვს სრული უფლება, რომ სხვა თემაზე კომენტარი არ გააკეთოს, ვინაიდან ჟურნალისტი მიწვეულია იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და არა სხვა საკითხზე.

    „რ": როდესაც ჟურნალისტს არ ატყობინებენ დაგეგმილ პრესკონფერენციის ან ბრიფინგის თემას, რამდენად ირღვევა ჟურნალისტის უფლება?

    ა.მ: ის, რომ ეფექტურად და სრულფასოვნად განახორციელოს პროფესიული ვალდებულება ჟურნალისტმა, ამ მხრივ რასაკვირველია მათი უფლებები ირღვევა, ჟურნალისტს არა მხოლოდ აქვს უფლება, არამედ ვალდებულია, რომ სრულფასოვანი ინფორმაციით დაბრუნდეს და სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, შესაბამისად აქ საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია მივიდეს მკითხველამდე, ან მაყურებლებამდე.

    როდესაც ხდება არასრულფასოვანი ინფორმაციების მიწოდება ამა თუ იმ უწყების მხრიდან, ამით ხდება არა მარტო ჟურნალისტის არამედ საზოგადოების ნახევრად ინფორმირება.

    „რ": რა უნდა გააკეთოს იმ დაწესებულებამ, ორგანიზაციამ ან სტრუქტურამ (ვინც მართავს პრესკონფერენციას თუ ბრიფინგს) იმისთვის, რომ სრულყოფილი სახე მივიღოთ და არ იყოს ხარვეზები ამ მხრივ ?

    ა.მ: აუცილებლად ანონსში უნდა ეწეროს რაზე იქნება პრესკონფერენცია, გარდა ამისა, კარგია თუ მოახერხებენ, და მოკლე ანოტაციის სახით მედიაში გადააგზავნიან თუ რაზე იქნება საუბარი, თუ ასეც არა, მაშინ პრესრელიზები მაინც უნდა დაახვედროს იქ მისულ ჟურნალისტებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×