სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    24.09.2019

     

     თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე შემზარავი დანაშაულის ახალი დეტლები ხდება ცნობილი.  50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი საკუთარ სახლში მოკლა და ამის შემდეგ, თვითონაც თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.  

    ადგილობრივები „რეზონანსთან“ აცხადებენ,  რომ ცოლ- ქმარი დიდი ხანია გაშორებულები არიან, ამიტომ მათთვის გაუგებარია რა შეიძლება მკვლელობის მიზეზი გამხდარიყო. ერთ-ერთი ვერსიით დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა. მამაკაცი ყოფილ ცოლს შერიგებას სთხოვდა, თუმცა გარდაცვლილი მას უარს ეუბნებოდა. ნონა ლაზარიაშვილს ყოფილი ქმრისგან სამი შვილი ჰყავს. ტყუპი გოგო და ბიჭი და ასევე უფროსი ქალიშვილი, რომელთან ერთადაც დუბაიში ცხოვრობდა. 

    გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ სწორედ დუბაიდან ახალი ჩამოსული იყო, როდესაც ყოფილმა ქმარმა მოინახულა. სავარაუდოდ, მან შვილების ნახვა მოიმიზეზა და სახლში მისულმა ყოფილ ცოლს შერიგება ხელახლა სთხოვა. სწორედ ამის გამო მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, რაც ტრაგიკულად  დასრულდა. გარდაცვლილი და დაჭრილი დედ-მამა, სავარაუდოდ მათმა შვილმა იპოვა. 

    „წლებია გაშორებულები იყვნენ, ცოლ-ქმარს  ერთმანეთთან არანაირი  ურთიერთობა არ ჰქონდათ. ნონა  წლებია უფროს შვილთან ერთად დუბაიში ცხოვრობს. თელავში მათი ტყუპები ცხოვრობენ. ახლახანს ჩამოვიდნენ და ყოფილმა ქმარმაც სახლში შვილების ნახვის მიზეზით მიაკითხა. 

    მამაკაცი თბილისში ცხოვრობს. როგორც ამბობენ, ცოლი დღემდე უყვარდა და შერიგებას სთხოვდა. ნონა  უარს ამბობდა და სავარაუდოდ, მათი დაპირისპირების მიზეზიც ეს გახდა. ყოფილ ცოლზე კიდევ ეჭვიანობდა და ბოლომდე მაინც იმის იმედი ჰქონდა, რომ შერიგდებოდა. ორივე, დედაც და მამაც, შვილმა იპოვა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ბავშვები განადგურებულები არიან“, - აცხადებს გარდაცვლილი ნონა ლაზარიაშვილის ახლობელი. 

    რაც შეეხება დაჭრილი მამკაცის მდგომარეობას, ამ დროისთვის ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. საავადმყოფოს დირექტორის ზურა საჩიშვილის განცხადებით, მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ხოლო მისი მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×