თამარ შუკვანი
04.12.2019

 ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე, სადაც საუკუნეების მანძილზე დასვენებული იყო ქრისტიანებისთვის უდიდესი სიწმინდეები. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიკოსთა ცნობებით, ის მე-13 საუკუნეშია აგებული და უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და ცოტნე დადიანის სახელებს. ტაძარი შემკულია ქართული ჩუქურთმებითა და ფრესკებით.

ხობის მონასტერში წმინდა ნაწილების არსებობაზე მიუთითებდნენ ჯერ კიდევ იტალიელი მისიონერები. "ხობის მონსტერში აჩვენებენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივს სცემენ, ჩვენ არ ვიცით, თუ როდის და როგორ მოხვდა ეს ნივთი ხობის მონასტერში" - წერდა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი.

უნიკაულრი სიწმინდეები, მარიამ ღვთისმშობლის კვართი, წმინდა გიორგის ბარძაყი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილები, წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი. შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა. თამარ მეფის გალსაკიდი ჯვარი, თამარის დედის ბორდოხან დედოფლის ხატი. ხატები, რომელიც მოიხსენებენ დავით ნარინს, აფხაზეთის მეფეს ლეონე მეორეს. მოსე გაბაშვილის დაწერილი კრებული "გულანი" ხუცურით შესრულებული. მე-17 საუკუნეში ხუცურით დაწერილი სახარება, ოქროთი დაფარული და ვერცხლის ყდაში ჩასმული; 1768 წლის ხელნაწერი "დავითნი". მე-19 საუკუნეში, მხედრულით შესრულებული სულხან-საბას ლექსიკონი. ამ საგანძურს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, რომლითაც მეფე ქართველთა ლაშქარს მიუძღვოდა. ჯვარი უძლეველი იყო და მეფეს თანა ახლდა ყველა ბრძოლაში.

დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი მომცრო ზომისაა, ჯვრის წინაპირზე ჯვარცმული მაცხოვარია გამოსახული. ჯვრის ზურგზე აქვს წარწერა "პატიოსანო ჯვარო ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე დავითი". ჯვარი 1123-1125 წლებშია მოჭედილი. 1921 წელს ჯვარი საფრანგეთში იქნა გატანილი, რომელიც სამშობლოში 1945 წელს დაბრუნდა. დღეს დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×