ტატა შოშიაშვილი
23.02.2020

რუსეთის კრიმინალურ სამყაროში გასული ათწლეულის ორი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის უკან შესაძლოა ერთი და იგივე ქართველი „კანონიერი ქურდი" იდგეს. საუბარია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების - ვიაჩესლავ ივანკოვის („იაპონჩიკი") და ასლან უსოიანის („დედ ჰასანი") მკვლელობებზე. რუსი სამართალდამცავების აზრით, ორივე შემთხვევაში მკვლელობის ორგანიზატორი, სავარაუდოდ, „კანონიერი ქურდი" მერაბ ჯანგველაძე („მერაბ სუხუმსკი") იყო. ამის შესახებ რუსული გამოცემა „როსბალტი" წერს ძალოვან სტრუქრებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად რუსეთში „იაპონჩიკის" მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით კიდევ ერთი ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტის", ილია სიმონიას წინააღმდეგაა საქმე აღძრული. „როსბალტი" იუწყება, რომ უახლოეს დღეებში გამოძიებას სასამართლოს მიმართავს თხოვნით, რომ სიმონიას დაუსწრებლად გამოუტანონ განაჩენი „იაპონჩიკის" მკვლელობისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს ინტერპოლის ხაზით მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება. თუმცა, რუსი ძალოვნები მიიჩნევენ, „იაპონჩიკის" მკვლელობის მომენტისათვის სიმონიას აე ჰქონდა არც საკმარისი გავლენა და არც საჭირო რსურსები, რათა ასეთი გავლენიანი „კრიმინალური გენერლის" მკვლელობა განეხორციელებინა. სამაგიეროდ, ასეთი გავლენა და რესურსები საკმარისი ჰქონდა სიმონიას ახლო მეგობარ და პარტნიორ ჯანგველაძეს, რომელიც, რუსი გამომძიებლების მიერ შეგროვებული მასალებიდან გამომდინარე, ოფიციალურად ითვლება „დედ ჰასანის" მკვლელობის ორგანიზატორად.

ამს გარდა, აღსანიშნავია, რომ „იაპონჩიკის" მკვლელობიაში თანამონაწილეობის ბრალდებით 29 იანვარს მოსკოვში 61 წლის მურთაზ შადანია დააკავეს. მას ბრალად ედება 2009 წელს ივანკოვის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა, მომავალი მსხვერპლის თვალთვალი და მკვლელობის უშუალო შემსრულებლისთვის იარაღის გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ ვიაჩესლავ ივანკოვისა და ილია სიმონიას დაპირისპირება ერთმანეთის „ავტორიტეტის" არაღიარების გამო დაიწყო 1980-იან წლებში, როდესაც ისინი ერთსადა იმავე საპყრობილეში იხდიდნენ სასჯელს. ირკუტსკის ოლქში, ტულუნის კოლონიაში დაწყებულ დაპირისპირებაში, „კრიმინალური გენერლების განთავისუფლების შემდეგაც გაგრძელდა და „იაპონჩიკის" მხარეს ასლან უსოიანიც დადგა.

ირკუსტსკის ოლქში სისხლისმღვრელი დაპირისპირება დაიწყო ორი კლანის წევრებს შორის. სიმონია ვერ ახერხებდა უსოანისა და ივანკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რის გამოც მას მხარი ცნობილმა „ავტორიტეტებმა", ტარიელ ონიანმა და მერაბ ჯანგველაძემ დაუჭირეს, რომლებსაც ასევე მიიჩნევენ „დედ ჰასანის" მკვლელობის დამკვეთებად.

ყოველივე ამის შედეგი ის იყო, რომ „დედ ჰასანის" მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ „ქურდულ შეკრებაზე" სიმონიას „ქურდის" სტატუსი ჩამოართვეს. საბოლოოდ იგი კრიმინალური იერარქიის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საფეხურზე აღმოჩნდა. რუსეთის კრიმინალური სამყაროს სათავეში კი „იაპონჩიკი" და „დედ ჰასანი" მოექცნენ და მათი მთავარი ოპონენტი - ონიანი-ჯანგველაძეს კლანი, ამის წინააღმდეგ ვერაფერს ახერხეხებდა.

ეს სიტუაცია 2009 წელს, „იაპონჩიკის" დარუპვის შემდეგ შეიცვალა. 28 ივლისს დაჭრეს რესტორან „ტაისკი სლონიდან" გამოსვლისას - ქილერმა მას მუცლის არეში გამჭოლი ჭრილობა მიაყენა სნაიპერული იარაღიდან. მიუხედავად იმისა, რომ „იაპონჩიკს" ოპერაცია გაუკეთეს, ვერ გადარჩა და 2009 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ამ პერიოდში სიმონია კრიმინალური იერარქიის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა - მხოლოდ ჯიბგირთა მცირერიცხოვან ჯგუფს ედგა სათავეში.

„იაპონჩიკის" მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ პირველად დაესხნენ თავს „დედ ჰასანსაც", თუმცა იგი გადარჩა. 2013 წელს, განმეორებითი თავდასხმის შემდეგ კი ასლან უსოიანიც გარდაიცვალა.

გამოძიების ვერსიით, 2009 წელს სიმონიას არ ჰქონდა რესურსი საიმისოდ, რომ მარტოს მოეხერხებინა ივანკოვის მკვლელობის ორგანიზება, განსხვავებით ჯანგველაძისგან, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა როგორც „იაპონჩიკის", ასევე „ჰასანის" ჩამოშორება.

საგულისხმოა ისიც, რომ 2019 წელს სიმონიასთვის „ქურდის" სტატუსის დაბრუნებაზე სწორედ ჯანგველაძემ იზრუნა - შემოდგომაზე მოაწყო „ქურდული შეკრება", სადაც სიმონიას ივანკოვისა და უსოანის მიერ ჩამორთმეული „წოდება" დაუბრუნეს.

რაც შეეხება უსოიანის მკვლელობას, „დედ ჰასანის" ლიკვიდირებაში ონიანისა და ჯანგველაძის მონაწილეობა იტალიელმა კარაბინერებმა დაადასტურეს ციხეში „ავტორიტეტების" სატელეფონო საუბრების მოსმენებზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კონტაქტისას ჯანგველაძემ ონიანს უთხრა, რომ „ქურდებმა" უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოექცნენ „ჰასანს", რაზეც ონიანმა თქვა: „გაანულეთ და ყველა პრობლემა გაქრება". უსოიანის ჩაცხრილვის შემდეგ იტალიელმა კარაბინერებმა კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი მოისმინეს, სადაც ონიანი და ჯანგველაძე ამბობდნენ: „დღეს ყოველი ჩვენგანისთვის დაბადების დღეა. ასი ნაბიჯი გადავდგით წინ".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×