ალექსანდრე კორტავა
01.03.2020

  აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევების მიხედვით, ახალი კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმს გარეთ 9 დღის განმავლობაში ინარჩუნებს აქტიურ მდგომარეობას. ვირუსის გავრცელებას კი იდეალურად უწყობს ხელს დაბალი ტენიანობა და ცივი გარემო - ამის შესახებ „ნიუ იორკ პოსტი" წერს.

„სპილენძსა და ფოლადზე ვირუსი ჩვეულებრივ 2 საათს ძლებს, თუმცა მათგან განსხვავებით, ის გაცილებით დიდ ხანს ძლებს მუყაოსა და პლასტმასზე. ჩვენ ამჟამად ამას ვაკვირდებით", - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა რობერტ რედფილდმა გააკეთა.

მეცნიერთა უმრავლესობა ამბობს, რომ ინფექციის გადადება ხშირ შემთხვევაში სწორედ ვირუსის შემცველ ზედაპირზე ხელის შეხებით ხდება და თუკი ამის შემდეგ ადამიანი ხელს სახის არეზე მიიდებს - თვალზე, ცხვირზე ან პირზე - მისი დაინფიცირება ხდება. სწორედ ამიტომ, კორონავირუსის პრევენციის მთავარი რეკომენდაცია ხელის რაც შეიძლება ხშირი დაბანაა.

ამასთან, მეცნიერები პრაქტიკულად გამორიცხავენ საფოსტო გზავნილებისგან დაინფიცირების შესაძლებლობას და აცხადებენ, რომ ასეთი რამ უკიდურესად იშვიათად ხდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და რეგიონებში სატრანსპორტო საშუალებებსა და სკოლებს სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×