ელზა პაპოშვილი
02.03.2020

საბერძნეთში 60 წლის ემიგრანტმა ქალმა თავი მოიკლა - მან საწამლავი დალია და რამდენიმე დღის განმავლობაში ათენის ერთ-ერთ კლინიკაში სიკვდილს ებრძოდა, თუმცა, მედიკსოებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. „რეზონანსთან“ ემიგრანტები ყვებიან, რომ ქალმა საწამლავი ბულინგის და დამცირების გამო დალია, რადგანაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით გავრცელდა. 

ის თავად ქართველმა ემიგრანტებმა ჯგუფებში გაავრცელეს და ქალი გაკიცხვის და განსჯის საგანი გახდა. თუ როგორ გაბედა და უღალატა, როგორც „ქმარს“, რომელიც 10 წელია თვალით არ უნახავს და ოჯახს, რომელიც მხოლოდ ფულის გამო კითხულობდა. 

სახელმწიფო კლინიკაში ამბობენ, რომ ქალმა სავარაუდოდ, ჰიგიენური ხსნარი დალია, რომელიც აბაზანის გასასუფთაველბად გამოიყენება.  ერთ-ერთი ემიგრანტი გვიყვება, რომ ქალი 10 წლის განმავლობაში უკვე ემიგრაციაში ცხოვრობს და ქმართან თითქმის არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ფულს უგზავნიდა.

 გარდაცვლილს შეეშალა და ვიდეოს გადაღეების მაგივრად „ფეისბუქზე“  პირდაპირი ეთერი ჩართო. ის მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რამაც მის მიამრთ აგრესია გამოიწვია. ვიდეო ჯგუფებში გადაზიარდა და ქალის ფსიქიკურ-ემოციურ მდგომარეობაზე უმძიმესად იმოქმედა. 

„საწყალი ქალი 10 წელია აქ, ათენში ცხოვრობს. მუშაობდა ჩვეულებრივად ლუკმაპურისთვის. საქართველოში მყოფი ქმარი და შვილები რომ შეენახა. გასაკვირი ის არის, რომ საქართველოში  ქართველი ქალების ქმრები ცოლის გამოგზავნილი ფულებით საყვარლებს ინახავენ და  ქალებს არაფრის უფლება არა აქვთ. 

“როგორც ამბობენ, ფბ-ში კამერის ნაცვლად ლაივი ჩაურთავს და ჯგუფებს გადაუზიარებიათ. ამ საცოდავმა ქალმა სიკვდილი სცადა საშინელი გზით, საწამლავი დალია, რამდენიმე დღე იწვალა და დაიღუპა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს არის ჩვეულებრივი მკვლელობა, რომელშიც მონაწილეობა ემიგრანტების ნაწილმა და საზოგადოებამაც მიიღო. იმ ადამიანებმაც ვინც ამ ვიდეოს უყურა, ქილიკობდნენ და ამ საწყალს გაკიცხავდნენ. 

მორწმუნე ქართველი ერი წერს, რომ კარგია მოკვდა ქმარ-შვილი შეარცხვინაო. წარმოგიდგენიათ, აქ რა დღეში ვცხოვრობთ? რა პირობებში ვართ და რის ფასად გვიჯდება საქართველოში მყოფი ქმარ-შვილის შენახვა.  

“21-ე საუკუნის მონები ვართ, საკუთარი ოჯახის წევრების მიერ მსხვერპლი, რომელთა კარგად ცხოვრების გამო ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვს. ცოლის გამოგზავნილ ფულებს ხომ კარგად ხარჯავდა, რატომ მაშინ არ კითხულობდა საიდან შოულობდა?“,-აცხადებს ერთ-ერთი ემიგრანტი „რეზონანსთან“  საუბარში. 

ჯერ-ჯერობით უცნობია დაიწყებს თუ არა  ბერძნული ან კიდევ ქართული მხარე გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ასევე უცნობია, როგორ მოხდება გარდაცვლილი ქალის გადმოსვენება.   

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×