ელზა პაპოშვილი
02.03.2020

"ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების თქმით, ყაჩაღური თავდასხმა დილით დიღმის მასივის მე-6 კვარტალში მდებარე ბანკის ფილიალზე მოხდა.   მათ სროლის ხმა არ გაუგიათ. თვითმხილველები „რეზონანსთან“  ყვებიან, რომ ბანკში ყაჩაღი ნიღბით შევიდა, შემდეგ კი იარაღის მუქარით, მენეჯერთან მივიდა და თანხა მოსთხოვა. მენეჯერს ფულზე წვდომა არ ჰქონდა, ამიტომაც მოლარესთან გადაინაცვლა, რომელმაც ჯერჯერობით დაუდასტურებული ინფორმაციით, 2000 ლარამადე თანხა მისცა. 

ამის შემდეგ კი მძარცველმა  ბანკი რამდენიმე წამის განმავლობაში დატოვა. შემთხვევა დილის 11 საათზე მოხდა და ბანკში არა ერთი მომხმარებელი და  პენსიონერი იმყოფებოდა. ასევე უცნობია, მოახრეხა თუ არა პოლიციამ დამნაშავის იდენტიფიცირება, რადგანაც მას სახე დაფარული ჰქონდა. 

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, არც სროლა ყოფილა და არც არაფერი. ნიღაბი ეკეთა და  ხელში პატარა პისტოლეტივით ეჭირა. ჯერ მენეჯერთან მივიდა და უთხრა ფული მომეციო. ამან უპასუხა, რომ მას ფულზე წვდომა არ ჰქონდა. ამის შემდეგ მივარდა ოპერატორთან და იარაღის მუქარით რაც ჰქონდა სალაროში ფული წაართვა. ესევე ტერიტორია წამებში დატოვა. სწრაფად გაიქცა.

 “შემთხვევა დილის 11.00 საათზე მოხდა. პირველი მარტიდან პენსიების აღების დრო იწყება უკვე და შიგნით პენსიონერებიც იყვნენ. ეს ფილიალი ახალი გახსნილია. ასე სწრაფად როგორ დაიმალა, ვიღაც ადგილობრივია ალბათ. შევიდა სახლში და წამებში თვალს მოეფარა“ - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“. 

"ლიბერთი  ბანკის" ხელმძღვანელობა, თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, ადასტურებენ, რომ თანხის წაღება იარაღის მუქარის გამოყენებით მოხდა. პოლიცია კითხვას ყველა იმ პირს, რომელიც უშუალოდ ბანკში ძარცვის ფაქტს შეესწრნენ. სამართალდამცველებმა იმ კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს, სადაც მძარცველია დაფიქსირებული. 

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით კი  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და იარაღის მართლსაწინააღდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიული სამუშაო ყაჩღობაში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად.  

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×