ნატა თვაური
03.03.2020

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსი გამოჩნდა და სწრაფი ტემპით დაიწყო გავრცელება, არანაკლები ტემპებით დაიწყო ცრუ სამედიცინო რჩევებისა და დეზინფორმაციის გავრცელება მისი წარმოშობის შესახებ და. ეს გასკუთრებით იმ ქვეყნების სოციალურ მედიაში აისახა, სადაც ვირუსით დაინფიცირების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

ირანში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ყუმი, რომელიც ქვეყნის შიიტური ცენტრია. „კოვიდ19"-ის შემთხვევის დაფიქსირების შემდგომ, რელიგიური მეთაურის მოწოდებით შიიტმა მუსლიმებმა უფრო აქტიურად დაიწყეს სალოცავად სიარული, ისინი ემთხვეოდნენ და კოცნიდნენ რელიგიურ სიწმინდეებს, რამაც ხელი შეუწყო ვირუსის სწრაფ გავრცელებას.

ირანი ამ კვირაში ყველანაირად ცდილობდა კოროვირუსის დაავადებით შემთხვევების გამოვლენის კონტროლს, მაგრამ ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის გავრცელებამ ხელისუფლებას ახალი გამოწვევა გაუჩინა. ირანულ სოციალურ მედიაში აქტიურად წერდნენ, თუ როგორ შეიძლება ვირუსის განადგურება ძმრითა და ვარდისწყლის, ან ძმრისა და მარილის ნაზავით; როგორ კლავს ნიორის ან თაფლის მიღება ვირუსს და სხვა.

დეზინფორმაციამ და არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა ადამიანთა ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს. ირანის კიბერ პოლიციის უფროსის ვაჰიდ მაჯიდის თქმით, ამ დროისთვის 24 ადამიანი დააკავეს ვირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, 118-მა კი გაფრთხილება მიიღო.

დეზინფორმაციის გავრცელების მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, სოციალურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ კორონავირუსს ბანანში ვირუსის გასავრცელებლად სპეციალურად უშვებენ და ამიტომ მის მირთმევას თავი უნდა ავარიდოთ, ასევე, თითქოს ქართული ჭაჭის მიღება ვირუსს კლავს, ან მწეველების ვირუსით დაინფიცირების შანსი შედარებით ნაკლებია, თუმცა მალევე მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ამ მოსაზხრების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა, მსგავსი სიახლე კი არც ერთ სანდო წყაროს არ გაუვრცელებია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×